"სწორედ ამიტომ გაიხსნა სასუფევლის კარი" - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ შენდობის შესახებ

14 Mar 2021 20:18

შენ­დო­ბის კვი­რას, დღეს, ეკ­ლე­სია სა­მო­თხი­დან ადა­მის გან­დევ­ნას იხ­სე­ნებს. ეკ­ლე­სი­ის სწავ­ლე­ბით, პირ­ველ­ქმნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ სა­მო­თხის და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზი სი­ნა­ნუ­ლის არ­ქო­ნა გახ­და. ამი­ტომ, ეს დღე სა­ყო­ველ­თაო სი­ნა­ნუ­ლის­კენ მო­წო­დე­ბაა, რად­გან მარ­ხვის დარ­ღვე­ვით და­ი­კარ­გა სა­მო­თხე, მარ­ხვის დაც­ვით კი იგი მო­ი­პო­ვე­ბა.


კვი­რა სა­ღა­მოს ყვე­ლა ტა­ძარ­ში სა­გან­გე­ბო ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა აღეს­რუ­ლე­ბა, რომ­ლის დრო­საც შენ­დო­ბის ლოც­ვე­ბი იკი­თხე­ბა. ამის შემ­დეგ, ეკ­ლე­სი­ის ყვე­ლა წევ­რი ერ­თმა­ნე­თის­გან შენ­დო­ბას ითხოვს და თა­ვა­დაც ყვე­ლას შე­უნ­დობს.


"მი­უ­ტე­ვე, რა­მე­თუ არა იცი­ან რას იქ­მან" (ლუკ.23.34.)- ვის შე­ეძ­ლო ეთ­ქვა ეს სი­ტყვე­ბი თუ არა ღმერ­თს. ვის შე­ეძ­ლო გა­ე­მარ­თლე­ბი­ნა კა­ცობ­რი­ო­ბის ყვე­ლა­ზე უგუ­ნუ­რი და უგუ­ლო საქ­ცი­ე­ლი - თუ არა ღმერ­თს, ვის შე­ეძ­ლო ამ მოკ­ლე და ყვე­ლაფ­რისმთქმელ წი­ნა­და­დე­ბა­ში ჩა­ე­ტია მთე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი შე­მოქ­მე­დი­სა შექ­მნილ­თა მი­მართ - თუ არა ღმერ­თს. ეს ერთი წი­ნა­და­დე­ბა არის საკ­მა­რი­სი პი­რო­ბა იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა ქრის­ტეს ღმრთა­ებ­რი­ო­ბა­ში ეჭვი არ შე­ი­ტა­ნონ. აბა დავ­ფიქ­რდეთ, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც უმ­ცი­რეს გა­დაც­დო­მა­საც არ პა­ტი­ო­ბენ ერ­თმა­ნეთს, აპა­ტი­ე­ბენ თუ არა ტყუ­ი­ლად და­დე­ბულ ბრალს. ამ ბრალ­ში კი მარ­ტო სი­ტყვი­ე­რი ბრალ­დე­ბა კი არ იგუ­ლის­ხმე­ბა, არა­მედ გვე­მა, და­ცინ­ვა, ნერ­წყვა, ეკ­ლის გვირ­გვი­ნი, გოლ­გო­თა და ჯვარ­ცმა, და ყვე­ლა­ფე­რი ამის შემ­დე­გაც კი - "მი­უ­ტე­ვე, რა­მე­თუ არა იცი­ან რას იქ­მან".


ბერი იო­სებ ათო­ნე­ლი წიგნ­ში "მო­ნაზვნუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გად­მო­ცე­მა" გვმო­ძღვრავს: "ნე­ბის­მი­ე­რი შეც­დო­მის დაშ­ვე­ბი­სას სი­ნა­ნუ­ლით ადა­მი­ანს მი­ე­ტე­ვე­ბა ცოდ­ვა, მაგ­რამ უკა­ნას­კნელ ამო­სუნ­თქვამ­დე რჩე­ბა მის შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნა.


და როცა ადა­მი­ა­ნი ოდ­ნავ ჩათ­ვლემს, მო­დუნ­დე­ბა, მას, ცხა­დად თუ ძილ­ში, ისევ ეცხა­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, გუ­ლის­სი­ტყვა ან გო­ნე­ბა მა­ინც გა­უ­ფან­ტოს.


ვერ ხე­დავ და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყველს, როცა ნა­თა­ნი მას ბერ­სა­ბეს გამო ამ­ხელს? ის ღა­ღა­დებს: "ვცო­დე წი­ნა­შე უფ­ლი­სა!" ხოლო წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი ეუბ­ნე­ბა: "და უფალ­მან­ცა მი­გი­ტევ­ნა ცოდ­ვა­ნი შენ­ნი". ამ­გვა­რად, მას მა­შინ­ვე მი­ე­ტე­ვა, მაგ­რამ ამის გამო ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე იხ­დი­და სას­ჯელს.


ჯერ ბერ­სა­ბეს ნაშ­რო­ბი შვი­ლი და­ი­ღუ­პა, შემ­დეგ მის­მა პირ­მ­შომ შსე­ცო­და ქა­ლიშ­ვილ თა­მარ­თან, თა­ვად და­ვითს კი შვი­ლი აბე­სა­ლო­მი დევ­ნი­და... ეს ყევ­ლა­ფე­რი შენ­დო­ბის შემ­დეგ მოხ­და. რო­გორც ხე­დავ, ცოდ­ვა მი­ე­ტე­ვე­ბა, მაგ­რამ რჩე­ბა და­ცე­მის შე­სა­ბა­მი­სი ეპი­ტი­მია. გახ­სოვს წმინ­და თე­ო­დო­რა ალექ­სან­დრი­ე­ლი, რო­მე­ლიც ბე­რი­ვით ცხოვ­რობ­და? შეს­ცო­და, გა­იქ­ცა, შე­ი­ნა­ნა, გა­ნიწ­მინ­და, მაგ­რამ მრუ­შო­ბის­თვის ეპი­ტი­მია არ და­დე­ბია. როცა ტყუ­ი­ლუბ­რა­ლოდ და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და გა­ა­ძე­ვეს, სხვი­სი შვი­ლი გა­ზარ­და, მარ­ტო მან იცო­და, რის­თვის წა­მებ­დნენ ცილს. ხოლო დიდი ეფ­რე­მი? სა­პყრო­ბი­ლე­ში არ ჩას­ვეს ვი­თომ ხბოს მო­პარ­ვის­თვის, თუმ­ცა კი წმინ­და იყო? "მარ­თა­ლია,-უთხრა უფალ­მა,-ახლა არ მო­გი­პა­რავს, მაგ­რამ ბავ­შო­ბა­ში ხბო არ გა­მოხ­სე­ნი და ის ნა­დირ­მა შე­ჭა­მა".


ამ­რი­გად, თუმ­ცა ადა­მი­ანს მი­ე­ტე­ვე­ბა ცოდ­ვა, მაგ­რამ წარ­მოდ­გე­ნა შე­ცო­დე­ბა­ზე და ამ წარ­მოდ­გე­ნის მოქ­მე­დე­ბა რჩე­ბა. და რად­გან შენ ბოლო ხა­ნებ­ში გა­ზარ­მაც­დი, ღვთის დაშ­ვე­ბით, გა­მო­სა­ფხიზ­ლებ­ლად მაც­დუ­რი შე­მო­გიჩ­ნდა. ამი­ტომ ადე­ქი და შეჰ­ღა­ღა­დე: "ძეო და­ვი­თი­სო, მსურს რა­ი­თა აღ­ვი­ხილ­ნე თვალ­ნი!" და აი, შენს გვერ­დით ნათ­ლის­მომ­ცე­მე­ლი იე­სოა, რო­მე­ლიც სი­ნა­ნუ­ლი­სა და ღვთა­ებ­რი­ვი ცოდ­ნის ნა­თელს გა­ნი­ჭებს.


ამ­რი­გად, შვი­ლო, წარ­სულ­ზე არ ვდარ­დობ, არა­მედ მო­მავ­ლის გამო ვხა­რობ. რად­გან უმ­ცი­რე­სი უმ­ჯო­ბე­სის­გან იკურ­თხე­ბა, და ცოდ­ვა, მცი­რე თუ დიდი, ჭეშ­მა­რი­ტი სი­ნა­ნუ­ლით გან­ქარ­დე­ბა. ამი­ტომ, ნუ უყუ­რებ მას, რაც უკა­ნაა, არა­მედ, რაც წი­ნაა, იმას მის­წვდი.


ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ შეც­ნო­ბა გინ­და, შვი­ლო. ეს კარ­გი ნი­შა­ნია: როცა ვინ­მეს შე­მეც­ნე­ბა უნდა, რა­ღა­ცას მი­აღ­წევს, სხვაგ­ვა­რად არ ხდე­ბა. და თუ ვერ შეძ­ლებს, ის მა­ინც ეცო­დი­ნე­ბა, რომ სხვე­ბი აკე­თე­ბენ ამას. თა­ვის მაყ­ვედ­რე­ბე­ლი მდაბ­ლდე­ბა, გან­სამ­ტკი­ცებ­ლად ღმერ­თს სთხოვს წყა­ლო­ბას. და ასე­თი გზით აღ­წევს სათ­ნო­ე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბულ­თა ხა­რისხს."


გვე­სა­უბ­რე­ბა ერ­კე­თის მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა დე­და­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი, იღუ­მე­ნია მა­რი­ა­მი (ფო­ჩხუა):

- სა­ხე­ლი­თა მა­მი­სა­თა და ძი­სა­თა და სუ­ლი­სა წმინ­დი­სა­თა, ჩვენ­თან არს ღმერ­თი!

ყვე­ლა ქრის­ტი­ა­ნის მი­სია, ცხოვ­რე­ბის აზრი ცხო­ნე­ბაა. მოვა ჟამი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ღვთის წი­ნა­შე წარ­სდგე­ბა და უნდა გა­მარ­თლდეს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით. სა­სუ­ფე­ვე­ლი თავ­მდაბ­ლო­ბით, მოთ­მი­ნე­ბით, მორ­ჩი­ლე­ბით და სიყ­ვა­რუ­ლით მო­ვი­პო­ვე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა ერში ცხოვ­რობს. ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც რჩე­უ­ლია მო­ნას­ტერ­ში, ბერ-მო­ნაზვნურ ცხოვ­რე­ბას აგ­რძე­ლებს და ამ­გვა­რა­დი წე­სით ცდი­ლობს წუ­თი­სო­ფელ­ში ცხოვ­რე­ბას.


მი­ტე­ვე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი მა­გა­ლი­თი თა­ვად უფალ­მა, იესო ქრის­ტემ მოგ­ვცა.. როცა ის ჯვარ­ცმუ­ლი იყო ასეთ სი­ტყვებს ამ­ბობ­და,-"მი­უ­ტე­ვე უფა­ლო, რა­მე­თუ არ იცი­ან რას იქ­მან". მა­ცხო­ვარ­მა ყვე­ლას აპა­ტია, მთელს კა­ცობ­რი­ო­ბას და სწო­რედ ამი­ტომ გა­იხ­სნა სა­სუ­ფევ­ლის კარი. და­იმ­სხვრა ბჭე­ნი ჯო­ჯო­ხე­თი­სა­ნი და დავ­ბრუნ­დით აღ­თქმულ ქვე­ყა­ნა­ში. უფალ­მა ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვი­ტე­ვა... რომ არა მი­ტე­ვე­ბა ჩვენ არ გვექ­ნე­ბო­და ბედ­ნი­ე­რე­ბა რომ დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით აღ­თქმულ ქვე­ყა­ნა­ში ანუ სა­სუ­ფე­ველ­ში. ამით ჩვენ გავ­ხდით სა­სუ­ფევ­ლის მკვიდ­რნი და მოგ­ვე­ცა იმის სა­უ­შუ­ა­ლე­ბა, რომ მი­ვემ­სგავ­სოთ უფალს, ავ­მაღ­ლდეთ ზე­ცად, სა­დაც უფა­ლია თა­ვის ტახ­ტზე დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი. სა­უფ­ლო ლოც­ვა­ში-"მა­მაო ჩვე­ნო", ვამ­ბობთ,- "მოგ­ვი­ტე­ვენ ჩვენ თა­ნა­ნა­დებ­ნი ჩვენ­ნი, ვი­თარ­ცა ჩვენ მი­უ­ტე­ვებთ თა­ნამ­დებ­თა მათ ჩვენ­თა". რო­გორც ჩვენ მი­ვუ­ტე­ვებთ ჩვენს მო­ძუ­ლეს და მა­ჭირ­ვე­ბელს, ისე მიგ­ვე­ტე­ვე­ბა ცოდ­ვე­ბი. "ყო­ვე­ლი კაცი ცრუ არს", რა­მე­თუ არ არ­სე­ბობს კაცი, რო­მე­ლიც ცხონ­დეს და არა სცო­დოს. ჩვენ ისე ვართ მი­ჯა­ჭუ­ლე­ბი მი­წი­ერს და იმ­დე­ნად არის ჩვენ­ში მი­წი­ე­რი ბუ­ნე­ბა , რომ ნებ­სით და უნებ­ლი­ეთ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი სცო­დავს ღვთი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე. ყო­ვე­ლი­ვე ეს მო­ნას­ტერ­შიც მკვეთ­რად აი­სა­ხე­ბა. ბო­რო­ტი მძლავ­რობს და სურს ჩვენ­ში შფო­თი, აურ­ზა­უ­რი, მტრო­ბა, შუღ­ლი შე­მო­ი­ტა­ნოს. ამას ჩვენ ვძლევთ ურ­თი­ერ­თპა­ტი­ე­ბით და მი­ტე­ვე­ბით. ყო­ველ­დღე, სა­ღა­მოს ლოც­ვის შემ­დეგ ყვე­ლა მო­ნას­ტერ­ში შენ­დო­ბის წესი აღეს­რუ­ლე­ბა. მო­ნას­ტრის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რი ლოც­ვის შემ­დეგ ერ­თმა­ნეთ­სი­გან პა­ტი­ე­ბას ითხო­ვენ. მო­ნას­ტრის წევ­რე­ბი გა­ნა­წყე­ნე­ბულ­ნი არ უნდა იყ­ვნენ ერ­თმა­ნეთ­ზე და ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან მზის ჩას­ვლამ­დე ერ­თმა­ნეთს შე­უნ­დონ.



ამბები.ge 






კომენტარები:

ფართი შოპი