როგორ გავუმკლავდეთ ენერგოვამპირებს?

14 Mar 2021 22:36

ენერგოვამპირები რეალურ ცხოვრებაში არსებობენ და სხვების მთელ ენერგიას იწოვენ. შესაძლოა, ასეთი ადამიანი თქვენს გარემოცვაშიც მოიძებნება, თუმცა, აქამდე ამისთვის ყურადღება არ მიგიქცევიათ.



ენერგეტიკული ვამპირები ხშირ შემთხვევაში ნევროტიკები არიან, რომლებსაც სხვადასხვა დოზით პიროვნული დარღვევები აღენიშნებათ. როგორც წესი, მათ შემდეგი განმასხვავებელი ნიშნები ახასიათებთ. ესენია:




ენერგეტიკულ ვამპირთან შეხვედრის და საუბრის შემდეგ დაღლილობას და თავის ტკივილს იგრძნობთ. ამავე დროს გაურკვეველი სევდაც დაგეუფლებათ. ზოგჯერ მისი გამოხედვაც კი შეგაშფოთებთ. შეიძლება თავი მოიტყუოთ და გაიფიქროთ-რა სიღრმისეული და ყურადღებიანი გამოხედვაა, მაგრამ თუ დააკვირდებით, იგრძნობთ რომ თქვენი სხეული საფრთხის შემცველ სიგნალებს გამოსცემს-შებოჭილობა, კუნთების დაჭიმვა და უცნაური სიცივის შეგრძნება.



გასწავლით, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ საკუთარი თავი დაიცვათ და მათთან გამკლავება შეძლოთ.



1.ისწავლეთ მათი ამოცნობა
ტერმინი “ენერგოვამპირი” საკმაოდ აგრესიული, ნეგატიურია და ისე ჟღერს, თითქოს ეს ადამიანი მიზანმიმართულად დ აქტიურად ცდილობს თქვენი ცხოვრების დანგრევას. თუმცა, ეს ასე სულაც არაა. შეიძლება ენერგოვამპირის ტიპის ადამიანი თქვენი მტერი სულაც არ იყოს. შესაძლოა, ის თქვენი მეგობარი და კეთილისმსურველია, რომელსაც საერთოდ არ აქვს გააზრებული, რომ სხვებისთვის ზიანი მოაქვს. ის ძირითადად, ძალიან დრამატულია, მოითხოვს მუდმივად დიდ ყურადღებას და უამრავი პრეტენზია აქვს, რომელიც სურს, რომ შეუსრულოთ.



2. დააწესეთ საზღვრები
საზღვრების დაწესების მეთოდები თქვენი ურთიერთობების ტიპზეა დამოკიდებული. თუ ის თქვენი მეგობარია, კარგად უნდა გაიაზროთ, რა დოზით შეგიძლიათ მასთან ურთიერთობა, როდის უნდა გაერიდოთ, რათა თავი დაიცვათ. თუ ის თქვენი ახლობელი არაა და მასთან ურთიერთობა თქვენთვის არც ისე ღირებულია, დააწესეთ დროის საზღვარი. მაგალითად, საუბრისას თავაზიანად უთხარით, რომ ძალიან გეჩქარებათ და მხოლოდ 5 წუთი გაქვთ მისთვის დასათმობად.



3. იყავით პირდაპირი და ოდნავ უხეშიც
თუ თქვენ ძალიან არაკონფლიქტური და ზედმეტად თავაზიანი ხართ, ეს პუნქტი შეიძლება გაგიჭირდეთ. თუმცა, ეს ყველაზე კარგი გზაა იმისთვის, რომ უარყოფითი ენერგია და ემოციები თავიდან აიცილოთ. მაგალითად, შეაწყვეტინეთ საუბარი და უთხარით, რომ არ შეგიძლიათ ასე მოიქცეთ, როცა რაღაც ისეთს გთხოვენ, რისი გაკეთებაც თქვენთვის უსიამოვნოა. ასეთ დროს საკუთარი თავი პირველ ადგილას უნდა დააყენოთ, ამაში ცუდი არაფერია.



4. ნაკლებად დარჩით მასთან მარტო
თუ ის ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის თქვენს ემოციურ მდგომარეობას, ეცადეთ, ნახოთ სხვა მეგობრებთან ერთად. ასეთ დროს მისგან წამოსული უარყოფითი ენერგია გადანაწილდება და მძიმე დარტყმას მხოლოდ ერთი ადამიანი არ მიიღებს, შესაბამისად, არც მტკივნეული და საზიანო იქნება.



tia.ge 









კომენტარები:

ფართი შოპი