ირაკლი კობახიძე - მოლაპარაკებები გაგრძელდება ვიზიტის შემდეგ - შეხვედრები დღეს დასრულებულია

14 Mar 2021 23:28

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შეხვედრები დღეს დასრულებულია და დიალოგი გაგრძელდება.


ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონთან მმართველი გუნდის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


როგორც კობახიძემ აღნიშნა, მოლაპარაკებები გაგრძელდება ბირუსელში ვიზიტის შემდეგ.

„მოლაპარაკებები გაგრძელდება ვიზიტის შემდეგ. შეხვედრები დღეს დასრულებულია, დიალოგი გაგრძელდება მომდევნო პერიოდში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


შეგახსენებთ, დღის განმავლობაში კრისტიან დანიელსონმა "ქართული ოცნებასთან" შეხვედრა ორჯერ გამართა, მან შეხვედრა გამართა ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან. შარლ მიშელის წარმომადგენელი შეხვდა "ნაციონალური მოძრაობის" და მასთან ბლოკში მყოფი "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებს, კიდევ ერთი შეხვედრა მან "ევროპული საქართველოს", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "გირჩი - მეტი თავისუფლების" და "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან.


შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.






კომენტარები:

ფართი შოპი