პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსებით ორდენით დააჯილდოვა

25 Mar 2018 00:48

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ  ტატუნაშვილი ღირსებით ორდენით დააჯილდოვა.


ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს.


35 წლის არჩილ ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.


ყოფილი სამხედრო 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს. მეორე დღეს ის ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა.


არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს.


არჩილ ტატუნაშვილის საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით იძიებს, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


კომენტარები:

ფართი შოპი