სხვა სათქმელი არ აქვთ ოპოზიციურ ტელევიზიებს, გარდა ... - რაზე საუბრობს სოზარ სუბარი

15 Mar 2021 01:42

წლების განმავლობაში სხვა სათქმელი არ აქვთ ოპოზიციურ ტელევიზიებს, გარდა იმისა რომ პერიოდულად გამოაჩინონ ეს ადამიანი, როგორც მთავარი იარაღი ბიძინა ივანიშვილის ოჯახისთვის ჩრდილის მისაყენებლად, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა პატრიკ დაუნიზე საუბრისას განაცხადა. როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა „იმედის კვირასთან“ საუბარში აღნიშნა, ამერიკის მოქალაქე დაუნის საქმე, რომელიც რუსეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, „გაჭრილი კარტია“, თუმცა ბევრს ამბობს მათზე, ვინც დაუნის განცხადებებს იყენებს.


„ეს კარგად მეტყველებს იმ ძალაზე, იმ პოლიტიკოსებზე, იმ ტელევიზიებზე, რომლებიც მას იყენებენ, იმიტომ რომ ზუსტად, ერთი-ერთში ჯდებიან ერთმანეთის ღირებულებებში“, - აღნიშნავს სუბარი.



რეზონანსი.






კომენტარები:

ფართი შოპი