ნიკა გარამია - "მკითხეს: რა დამოკიდებულება მექნებოდა "სტრატეგია აღმაშენებელსა" და გიორგი გახარიას ახალ პარტიას ერთად რომ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა... გავოგნდი, პასუხიც ვერ გავეცი..."

15 Mar 2021 01:49

ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, შესაძლოა, ექსპრემიერ გახარიასა და "სტრატეგია აღმაშენებლის" გაერთიანება ვიხილოთ.


როგორც "მთავარი არხის" გენდირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, მან გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მსგავსი კითხა დაუსვეს:


"სოციალურ კვლევაში მივიღე მონაწილეობა. სამწუხაროდ, მკვლევარ ორგანიზაციას არ დავაკვირდი.

ორგანიზაცია იკვლევდა "მესამე ცენტრის" ამბებს. შეკითხვებიდან გამომდინარე, ძირითადი ფიგურანტი იყო სტრატეგია აღმაშენებელი და მისი პოზიციონირება. ასევე ძალიან ბევრი შეკითხვა იყო გახარიას ახალ პარტიაზე.


მარა ბოლოს იყო სეფე შეკითხვა: რა დამოკიდებულება გექნებოდათ სტრატეგია აღმაშენებელსა და გიორგი გახარიას ახალ პარტიას ერთად რომ მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა.

იმდენად გავოგნდი, პასუხიც ვერ გავეცი.


ps ნომერიც მაქვს, საიდანაც დარეკეს. ქოლცენტრისაა.", - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.



tia.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი