ირაკლი კოვზანაძე იაპონიის ელჩს შეხვდა

15 Mar 2021 18:20

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში აკირა იმამურთან გაცნობითი ხასიათის  შეხვედრა გამართა. 

 

შეხვედრისას  მხარეებმა  ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები განიხილეს.  ირაკლი კოვზანაძის განცხადებით,  საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობები უკვე წლებია დინამიურად ვითარდება და თანამშრომლობა ყველა სფეროს მოიცავს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ გაიხსენა მისი ვიზიტი იაპონიაში 2013 წელს. „მაშინ  შეხვედრა გაიმართა  იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა (JICA) და იაპონიის ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან ვაჭრობის ასოციაციის "ROTOBO"-ს ხელმძღვანელობასთან, რამაც ხელი შეუწყო  იაპონური  ბიზნეს კომპანიების, ჩვენი ქვეყნით კიდევ უფრო დაინტერესებას და იაპონური ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.   

 

შეხვედრის დასასრულს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული  მადლობა გადაუხადა დიპლომატს იმ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის, რაც იაპონიის მთვარობამ  საქართველოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაუწია.






კომენტარები:

ფართი შოპი