"ყველა ამბობს, რომ მედიკოს ვგავარ... შვილებიდან დედას ყველაზე მეტად მამაჩემი - თემური ჰგავს" " - როგორ დაიმსგავსა მედეა ჩახავამ პირველი შვილიშვილი პროფესიაშიც

15 Mar 2021 19:36


"ყველა ამბობს, რომ მედიკოს ვგავარ... შვილებიდან დედას ყველაზე მეტად მამაჩემი  - თემური ჰგავს" " - როგორ დაიმსგავსა მედეა ჩახავამ პირველი შვილიშვილი პროფესიაშიც

"ვი­თომ?" - ასე­თი წარ­წე­რა გა­უ­კე­თა მსა­ხი­ობ­მა ეკა ჩხე­ი­ძემ ბე­ბი­ის, მსა­ხი­ობ მე­დეა ჩა­ხა­ვა­სა და თა­ვის ფო­ტო­ებს, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა. სა­ტა­ტუსს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ყვე­ლა ერ­თხმად აღ­ნიშ­ნავ­და, რომ მსგავ­სე­ბა ბე­ბი­ა­სა და შვი­ლიშ­ვილს შო­რის დი­დია.

ეკა ჩხა­ი­ძე მარ­თლაც ჰგავს ბე­ბი­ას, რაზე და­თან­ხმე­ბა თა­ვად უჭირს... აქვე ერთი ფო­ტოპ­რო­ექ­ტი მახ­სენ­დე­ბა, რო­მე­ლიც სწო­რედ ამ მსგავ­სე­ბის გამო წლე­ბის წინ გა­კეთ­და, სა­დაც ეს ყვე­ლა­ფე­რი უფრო მკა­ფი­ოდ გა­მოჩ­ნდა.

ამ­ჯე­რად ეკა ჩხე­ი­ძეს­თან სა­უ­ბა­რი სწო­რედ იმ ფო­ტოპ­რო­ექ­ტით და­ვი­წყეთ და აქვე დიდი მსა­ხი­ო­ბი და მისი დიდი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ოჯა­ხი მას­თან ერ­თად გა­ვიხ­სე­ნეთ.


- რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რუს­თა­ვე­ლის თე­ატრმა გა­ა­კე­თა პრო­ექ­ტი, რო­მელ­შიც მე­დი­კოს რო­ლე­ბი­დან ფო­ტო­ე­ბი იყო შექ­მნი­ლი და იმ რო­ლე­ბის ფო­ტო­გან­სა­ხი­ე­რე­ბა მის შთა­მო­მავ­ლებ­საც გვთხო­ვეს. მოკ­ლედ ყვე­ლამ - მა­მი­და­ჩემ­მა მაკა მა­ხა­რა­ძემ და მე­დი­კოს ყვე­ლა შვი­ლიშ­ვილ­მა მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გა­დაგ­ვი­ღეს იდენ­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბი - თი­თო­ე­უ­ლი მე­დი­კოს რო­მე­ლი­ღაც სპექ­ტაკ­ლი­დან მის ამა თუ იმ პერ­სო­ნაჟს კოს­ტი­უ­მით და გრი­მით ვი­ყა­ვით მიმსგავ­სე­ბუ­ლი...


რე­ა­ლუ­რად კი, თით­ქოს თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი რა­ღა­ცით ჰგავს მე­დი­კოს - ზოგი ცხვი­რით, ზოგი ტუ­ჩით, ამ­ბო­ბენ, რომ მე ყვე­ლა­ზე მე­ტად ვგა­ვარ... ის ფოტო, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩემს "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" ავ­ტვირ­თე, ნატო მურ­ვა­ნი­ძემ მო­მა­წო­და. მერე ჩემი ფო­ტო­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს რო­მე­ლიც იყო, გვერ­დით ის და­ვუ­დე...


მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერთი ამ­ბა­ვი ატყდა და ყვე­ლა ერ­თხმად ამ­ბობს, რომ ვგა­ვარ, თავს მა­ინ­ცდა­მა­ინც ვერ ვამ­სგავ­სებ. ის კი არა, ჩემს შვი­ლებ­ზეც იმა­ვეს მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ძა­ლი­ან მგვა­ნან, რა­საც ასე­ვე დი­დად არ ვე­თან­ხმე­ბი. ეტყო­ბა, სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბის გვერ­დი­დან და­ნახ­ვა და მიმსგავ­სე­ბა არ გა­მომ­დის. არა­და, ყო­ფი­ლა, რომ ჩემი და ჩემი შვი­ლის ფოტო ერ­თმა­ნეთ­ში არე­ვი­ათ... რო­გორც ჩანს, აქ იერს აქვს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა და ყვე­ლა­ფე­რი ამის ბრა­ლია.


- ალ­ბათ უფრო გე­ნე­ტი­კას...

- შე­იძ­ლე­ბა... შვი­ლე­ბი­დან მე­დი­კოს ყვე­ლა­ზე მე­ტად თე­მუ­რი - მა­მა­ჩე­მი გავს და ალ­ბათ, ესეც გან­სა­ზღვრავს ამას. ისე, რა­ღაც პე­რი­ოდ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით "თხუ­ნე­ლა­ში" თა­მა­ში­სას გა­რეგ­ნუ­ლად ძა­ლი­ან მომ­წონ­და, კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, თა­ვის გა­და­სა­რე­ვი ნაკ­ვთე­ბით.

- ხა­სი­ა­თით თუ გავ­ხართ ბე­ბი­ას?

- რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს ხა­სი­ა­თებს, მე­დი­კოს ძა­ლი­ან რბი­ლი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და, ად­ვი­ლი იყო მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, თბი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. მე ცოტა უფრო ხის­ტი ვარ, ბუ­ტია და ზედ­მე­ტად ემო­ცი­უ­რი...

რა­საც მის სი­ცო­ცხლე­ში ვხე­დავ­დი და ვუ­ყუ­რებ­დი, რთულ სი­ტუ­ა­ცი­ებს მუდ­მი­ვად ამარ­ტი­ვებ­და და ნაკ­ლე­ბად აპ­რობ­ლე­მებ­და. ეს თვი­სე­ბა ჯერ მას უად­ვი­ლებ­და ცხოვ­რე­ბას, ასე­ვე უმარ­ტი­ვებ­და შემ­დგომ იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, ვის­გა­ნაც ეწყი­ნე­ბო­და რამე ან ვის­ზეც ბრა­ზობ­და.


რაც მის ცხოვ­რე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი უსი­ა­მოვ­ნო ეპი­ზო­დე­ბი იყო, ყვე­ლა­ფე­რი ამ სა­ო­ცა­რი თვი­სე­ბის გამო, მეტ-ნაკ­ლე­ბად მარ­ტი­ვად გა­და­ი­ტა­ნა. ცხოვ­რე­ბამ რა სირ­თუ­ლეც მო­უ­ტა­ნა, იმ სირ­თუ­ლის სწრა­ფად გა­და­ხარ­შვა შეძ­ლო...


- რო­გო­რია შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­თვის მის გა­რე­შე გავ­ლი­ლი წლე­ბი?

- მგო­ნია, რომ და­ირ­ღვა ჩვე­ნი ოჯა­ხუ­რი შეკ­რე­ბე­ბის ტრა­დი­ცია, რისი მო­თა­ვეც ის იყო. მუდ­მი­ვად გვქონ­და სა­ა­ხალ­წლო შეხ­ვედ­რე­ბი, მე­დი­კოს შთა­მო­მავ­ლე­ბი მას­თან ვიკ­რი­ბე­ბო­დით. რაც სა­ო­ცა­რი რამ იყო... მერე ეს ყვე­ლა­ფე­რი ნელ-ნელა და­ი­კარ­გა, გან­სა­კუთ­რე­ბით მას მერე, რაც ჩვე­ნი შვი­ლე­ბი გა­ი­ზარ­დნენ, მათ­გან ნა­წი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვი­და, მი­მო­ვი­ფან­ტეთ.


ახლა თით­ქოს მისი შვი­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ იმა­ვეს, მაგ­რამ რო­გორც ადრე, ისე­თი გამ­თლი­ა­ნე­ბა აღარ გა­მო­დის. შე­იძ­ლე­ბა, იმის ბრა­ლია, რომ ბავ­შვე­ბი გა­ი­ზარ­დნენ და ვე­ღარ ვი­მორ­ჩი­ლებთ. მაგ­რამ იმა­ზე ძვირ­ფა­სი არა­ფე­რია, როცა დიდი ოჯა­ხი შეკ­რუ­ლია... ალ­ბათ ყვე­ლა­ფერს თა­ვის დრო და ხიბ­ლი აქვს. ამ კო­ვიდ­მა ხომ კი­დევ მე­ტად გა­არ­თუ­ლა საქ­მე.


- მე­დეა ჩა­ხა­ვას რო­გორც არ­ტისტს და რო­გორც ბე­ბი­ას, რა როლი აქვს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- პირ­ვე­ლი იყო, ვინც თქვა, - ძა­ლი­ან მინ­და, ეკა მსა­ხი­ო­ბი იყო­სო. არა­და, როცა ეს თქვა, პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი და მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ა­ზე ჯერ არც ვფიქ­რობ­დი. მერე გარ­შე­მო, ყვე­ლას­გან, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გა­ნაც მეს­მო­და, - შენ მსა­ხი­ო­ბი იქ­ნე­ბიო! ეს ცოტა მა­ღი­ზი­ა­ნებ­და, პრო­ტეს­ტი მქონ­და. ხან ხატ­ვა მინ­დო­და, ხან - ცეკ­ვა, ექი­მო­ბაც... მე­დი­კო კი ხში­რად იმე­ო­რებ­და, - მსა­ხი­ო­ბი უნდა გახ­დე, შენ სცე­ნა­ზე უნდა იდ­გეო...

ერთხელ მეშ­ვი­დე კლას­ში ვი­ყა­ვი და მი­თხრა - მინ­და, გა­და­ცე­მა­ში წა­მომ­ყვეო. იქ შვი­ლიშ­ვი­ლით არა­ვინ იყო მი­სუ­ლი. დღე­საც არ ვიცი, რა შუ­ა­ში ვი­ყა­ვი მე, მაგ­რამ, წავ­ყე­ვი. მახ­სოვს, იქ თქვა, - ეს ჩემი პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლია და ჩემს გზას ეს გაყ­ვე­ბაო. ცოტა მე­წყი­ნა. მე არ მე­კი­თხე­ბა? რა­ტომ ამ­ბობს ჩემ მა­გივ­რად-მეთ­ქი?! მაგ­რამ ისე გა­მო­ვი­და, რომ თით­ქოს მსა­ხი­ო­ბო­ბა და­მა­ნათ­ლა და მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სია გა­და­მი­წყვი­ტა. ეს ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. მოკ­ლედ, რა­ღაც კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა ალ­ბათ იყო... სა­ბო­ლო­ოდ, ისე მოხ­და, რომ მარ­თლა მსა­ხი­ო­ბი გავ­ხდი.


- მგო­ნი, სწო­რად მო­იქ­ცა და დიდ მსა­ხი­ობს არ შეშ­ლია...

- ეგ უკვე აღარ ვიცი... მაგ­რამ არც ის ვიცი, ცხოვ­რე­ბა­ში სხვა რამ რომ მე­კე­თე­ბი­ნა, რა იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ასე მოხ­და, რო­გორც მოხ­და...

ახლა კი ერთი წე­ლია, პე­სი­მის­ტუ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი. ალ­ბათ კო­ვი­დის გამო ასეა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს გან­წყო­ბა. ცუ­დია, რომ ამ პან­დე­მი­ურ სამ­ყა­რო­ში პერ­სპექ­ტი­ვას ვე­ღარ ვხე­დავ. მგო­ნია, რომ თე­ატ­რი აღარც არა­ვის სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა რა­ღა­ცას გვპირ­დე­ბი­ან, უნდა გა­იხ­სნა­სო, ვნა­ხოთ...



ამბები.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი