ლიზა გეგეჭკორი: გავერთიანდეთ გოგასთვის, დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს!

16 Mar 2021 01:16


ლიზა გეგეჭკორი: გავერთიანდეთ გოგასთვის, დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს!

 

ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი საზოგადოებას მოუწოდებს, გოგას დასახმარებლად ყველა გაერთიანდეს.


იმისთვის, რომ გოგა მის პროფესიას დაუბრუნდეს, ფეხის პროთეზისთვის 10 000 ევრო  სჭირდება.


„გოგასთვის! არაერთხელ გვიყოჩაღია, ახლაც შევძლებთ!


მეგობრებო, ყველა ვაზიარებთ,  დავეხმაროთ ჩვენს მეგობარ გოგას!


გოგაზე უნდა მოგიყვეთ, ჩვენს მეგობარზე. შეიძლება იცნობთ... მთელი ცხოვრება სხვადასხვა არხზე მუშაობდა, არის ოპერატორი. თუ გოგას არ შეხვედრიხართ მისი კადრები აუცილებლად გექნებათ ნანახი. ერთი თვის წინ გოგა უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა და ნანგრევებმა თითქმის მთლიანად დაფარა. რამდენიმე ურთულესი ოპერაციის შემდეგ ის გადარჩა, თუმცა დათმო სხეულის ნაწილი და ბარძაყის ძვლის ამპუტაცია ჩაუტარდა.


დღეს მას 10 000 ევრო ფეხის პროთეზისთვის სჭირდება იმისთვის, რომ დაუბრუნდეს სამსახურს, დაგვიბრუნდეს ჩვენ  და დაუბრუნდეს ძველ ცხოვრებას!


გავერთიანდეთ გოგასთვის!


საქართველოს ბანკი: GE20BG0000000161161100


მიმღები: გიორგი სულაძე“, - წერს ლიზა გეგეჭკორი.






კომენტარები:

ფართი შოპი