ანრი ოხანაშვილი ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა

16 Mar 2021 15:32

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა  ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ანდრიუს კალინდრასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

 

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყნას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატებზე.

 

„მადლობა გადავუხადე ბატონ ელჩს, იმ პოლიტიკოსებს და ზოგადად, ლიეტუვის მთავრობას და პარლამენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოხატულია სხვადასხვა სამართლებრივ დოკუმენტებში და  მეგობრულ განცხადებებში. შევთანხმდით მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატზე იმ სამართლებრივი საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა რეფორმირებასაც  იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ვგეგმავთ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

 

შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.






კომენტარები:

ფართი შოპი