რა შეემთხვა ლევან სუხიტაშვილს

16 Mar 2021 17:31

ლოქდაუნის დროს მსახიობმა ლევან სუხიტაშვილმა, მეგობრებთან ერთად, საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო – მადლინგ Madling-day. ისინი სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხმარებიან.


როგორც მსახიობი ყვება ურთულესი პროცესია ამდენი გაჭირვებული ადამიანის ყურება - მისივე თქმით, ერთ-ერთ ქალბატონთან თავი ძლივს შეიკავა , რომ არ ეტირა.



"ძალიან ძნელია. ბავშვი მყავდა წაყვანილი და ერთ ქალბატონთან ძლივს შევიკავე თავი, რომ არ მეტირა, გარეთ გამოვედი, ლამის მოვკვდი, ისეთი მძიმე სიტუაცია დამხვდა. წავკისშია კიდევ მამაკაცი, რომელიც მარტო ზრდის ორ შვილს. 


ბევრი ისეთი მომენტია, ემოციურად რომ გიჭირის თავის გაკონტროლება. გაჭირვებულების სამი კატეგორიაა, მაგრამ ჩვენ ლოქდაუნის პერიოდში ბავშვიან ოჯახებს ვეხმარებით, იმ ოჯახებს, სადაც მშობლები ვერ ახერხებენ მუშაობას. რამდენიმე ოჯახში ყოველთვის მივდივართ. მათ შორის არის ერთი – ოთხ შვილიშვილს მხოლოდ ბებია ზრდის, ეს ქალბატონი ვერც მუშაობას ახერხებს და ვერც ბავშვების დატოვებას. უცებ დაეღუპა შვილი, რაღაც ვირუსი შეეყარა, თან პატარაზე ყოფილა ორსულად. ბოლოს რომ მივედი და მაცივარი გამოაღო, იმდენად რთული მდგომარეობა იყო, ამეტირა" , - ამბობს მსახიობი "თბილისელებთან".






კომენტარები:

ფართი შოპი