რას ყვება "ჩცდ"-ს "დათო"

16 Mar 2021 17:37

ყველასთვის საყვარელი და მონატრებული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" დაბრუნდა - სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი "დათო" იგივე ლევან ყოჩიაშვილი ამაყია, რომ ამ ყველაფრის ნაწილია დ ამბობს, რომ "წლებია ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს".



"სერიალი ყველა ადამიანის ოჯახში შევიდა, სახალხოდ გადაიქცა და ყველა ელოდება მის დაწყებას. დიდი ინტერესი იყო და შესაბამისად, ბევრი მეკითხებოდა, როდის დაიწყებოდა ახალი სეზონი. მსახიობისთვის ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. თუმცა, ის, რომ სერიალი აუცილებლად გაგრძელდებოდა, ეჭქვეშ არასდროს დამდგარა. სიმართლე გითხრათ, არც ვფიქრობ, რა იქნება მერე, როცა სერიალი დასრულდება. წლებია, ორმაგი ცხოვრება მაქვს – ოჯახზე მეტი დრო გადაღებებზე მაქვს გატარებული და ვნახოთ, რა იქნება შემდეგ. ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამ ათ წელზე. ჩვენნაირ ქვეყანაში ეს დიდი გამართლებაა. ამიტომ სულ ვამბობ, რომ მე გამიმართლა. ასეთი პროექტი, რომელიც ამდენ ხანს გაგრძელდება და ასე შეუყვარდება მაყურებელს, შეიძლება, მეტი აღარ იყოს. მთავარი როლი ითამაშო ამ სერიალში და პირველივე წამიდან მისი განუყოფელი ნაწილი იყო, ნამდვილად გამართლებაა და ძალიან მსიამოვნებს, რომ როგორც მსახიობს, ამის შესაძლებლობა მომეცა. ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვე ყველანაირი თვალსაზრისით, რაც მსახიობისთვის განსაკუთრებით ღირებულია" ,- ამბობს მსახიობი "თბილისელებთან".






კომენტარები:

ფართი შოპი