რაზეა დამოკიდებული ბავშვის თვალის ფერი და რატომ აქვთ ახალშობილებს ერთი ფერის თვალები?

25 Mar 2018 22:48

ახალშობილებს უმეტესად ცისფერი თვალები აქვთ, უფრო კონკრეტულად კი, ან დაბურული ცისფერი ან დაბურული ნაცრისფერი თვალები, თუმცა მშობლები ამჩნევენ, რომ ბავშვებს თვალების ფერი ეცვლებათ, არათუ გარკვეული პერიოდის შემდეგ, საათობრივად და რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, თვალის ფერის ცვლილება დამოკიდებულია ბავშვის განწყობაზე. მაგალითად, თუ ბავშვს შია, თვალის ფერი შედარებით მუქი აქვს, თუ ეძინება, ნაცრისფერი, ხოლო თუ არც შია და არც ეძინება და ძალიან კარგ ხასიათზეა, თვალებიც ცისფერი აქვს. 


რა იწვევს ამ ცვლილებებს ახალშობილებში და საერთოდ, როდის და როგორ უყალიბდება ნაყოფს თვალის ფერი? 


ორსულობის დროს, უფრო სწორად კი ორსულების მე-11 კვირას, ნაყოფს უყალიბდება თვალის ფერი. თუმცა ამ გენეტიკური ჩანაფიქრის შესახებ ინფორმაციის მიღება მხოლოდ მოგვიანებით ხდება შესაძლებელი. ახალშობილის თვალის ფერი პირდაპირ არის დამოკიდებული მელანინის პიგმენტების რაოდენობაზე. რაც მეტია მელანინი, მით მუქი ფერის არის თვალი, თუ მელანინი ნაკლებია, თვალის ფერიც ღიაა. 


არ ღირს ნერვიულობა იმის გამო, თუ თქვენს შვილს არც მამის და არც დედის ფერის თვალები აქვს, ახალშობილის თვალის ფერი ყოველთვის განსხვავებულია, ასაკის მატებასთან ერთად ფერი ბავშვს ეცვლება. დაიმახსოვრეთ, რომ საბოლოოდ თვალის ფერი დამოკიდებულია არა მარტო მშობლების, დედის ან მამის თვალის ფერზე, არამედ ბებია-ბაბუისაც.


დაკვირვების შედეგად დადასტურდა, რომ თვალის ფერის პიგმენტაცია დამოკიდებულია 6 სხვადასხვა გენზე. ისინი ერთმანეთზეა დამოკიდებული და ერთად დამოკიდებულნი არიან ერთიან სქემაზე. სწორედ ეს განაპირობებს ამდენი ფერის არსებობას. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტორიც, რომ მუქი ფერი ყოველთვის დომინირებს ღია ფერთან შედარებით. 


ახალშობილს თვალის ფერი თანდათან ეცვლება და საბოლოო ფერი თითქმის 3 წლის ასაკში უყალიბდება. ამიტომ ხდება ხოლმე, რომ 2-3 წლამდე ბავშვს შეიძლება, ცისფერი თვალებ ჰქონდეს, და მშობლებისთვის მოულოდნელად, 3 წლიდან მწვანე ფერი ჩამოუყალიბდეს.


გთავაზობთ ყველაზე გავრცელებული სქემის განხილვას, რომელიც განაპირობებს მომავალი ბავშვის თვალის ფერს: 


  • როდესაც ერთ-ერთ მშობელს აქვს ცისფერი თვალი, ხოლო მეორეს - მწვანე. ამ შემთხვევაში იმის ალბათობა, რომ ბავშვს ექნება ღია ფერის თფვალი, ცისფერი ან მწვანე, ძალიან დიდია.
  • თუ ორივე მშობელს ცისფერი თვალები აქვს, ბავშვსაც, თითქმის 100 პროცენტით, ექნება ცისფერი თვალები. ამ შემთხვევაში ძალიან დაბალი, მხოლოდ 1%-ია შანსი იმისა, რომ ბავშვს ჰქონდეს მწვანე ან სხვა ფერის თვალები.
  • თუ ორივე მშობელს მწვანე ფერის თვალები აქვს, ბავშვს 74%-ით მწვანე თვალები ექნება, 24%-ით - ცისფერი და 1%-ით - წაბლისფრი.
  • თუ ერთ მშობელს ცისფერი ან მწვანე თვალის ფერი აქვს, ხოლო მეორეს - წაბლისფერი, ალბათობა იმისა, რომ ბავშვს ექნება წაბლისფერი ან ღია ფერის თვალები, 50/50-ზეა.
  • თუ ორივე მშობელს წაბლისფერი თვალები აქვს, მაშინ თვალის ფერი განისაზღვრება შემდეგი პროცენტული მაჩვენებლით: 75% - წაბლისფერი, 18,5% - მწვანე და 6% - ცისფერი.
  • თუმცა ისეც ხდება, რომ ორივე მშობელს მუქი ფერის თვალები აქვს, მაგრამ მოულოდნელად ბავშვს ცისფერი თვალები გამოაჩნდეს - როდესაც გამოიძიებენ, აღმოჩნდება, რომ ასეთი ფერის თვალები მის უშუალო ან დიდ ბებიას ან პაპას ჰქონია. ეს გენეტიკის მოილოდნელი კანონზომიერებებია.



წყარო: https://www.mshoblebi.ge/janmrtheloba/aqtualuri/5954-razea-damokidebuli-bavshvis-thvalis-feri-da-ratom-aqvth-akhalshobilebs-erthi-feris-thvalebi.html


კომენტარები:

ფართი შოპი