"თუ გავიგე, რომ ვიღაცამ გამოიყვანა, მერე არ ვიცი, არ გაბედოს არავინ" - გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიას შესახებ

16 Mar 2021 19:53

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვილს, ბუსა ჟვა­ნი­ას, რო­მე­ლიც ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის, ლე­ვან თო­ფა­ძის  გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, სა­სა­მარ­თლომ  3-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით,  მის­ჯი­ლი 3 წლი­დან ბუსა ჟვა­ნია პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარს გა­ა­ტა­რებს, და­ნარ­ჩე­ნი წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი კი პი­რო­ბი­თად  ჩა­ეთ­ვლე­ბა.


რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბუსა ჟვა­ნი­ას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლი­დან - განხზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­დან 117-ე მუხ­ლით გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და, რაც სხე­უ­ლის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.


და­ზა­რა­ლე­ბულ ლე­ვან თო­ფა­ძის ბა­ბუა, გოგი თო­ფა­ძე "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ ბუსა ჟვა­ნი­ამ მის­ჯილ წლებ­ზე ადრე პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არ უნდა და­ტო­ვოს.


"სამი წელი მი­უ­სა­ჯეს, წა­ვე­დი იმა­ზე, რომ წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი მი­ე­ცათ, ამ წლის ბო­ლოს გავა წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი. თუ გა­ვი­გე, რომ წლის ბო­ლომ­დე ვი­ღა­ცამ გა­მო­იყ­ვა­ნა, მერე არ ვიცი, არ გა­ბე­დოს არა­ვინ!“ - გა­ნა­ცხა­და თო­ფა­ძემ.


ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში ბიზ­ნეს­მენ გოგი თო­ფა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი ლე­ვან თო­ფა­ძე 2020 წლის 2 აგ­ვის­ტოს დაჭ­რეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის,  ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას შვი­ლი, ბუსა ჟვა­ნია და­ა­კა­ვეს. 


გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე ლე­ვან თო­ფა­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის აი­ვან­ზე, ბუსა ჟვა­ნი­ამ ლე­ვან თო­ფა­ძეს გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით და­ნის რამ­დენ­ჯერ­მე დარ­ტყმით, სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ში­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, მათ შო­რის შე­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი სა­ხით გულ­მკერ­დის წინა და უკა­ნა ზე­და­პირ­ზე. ასე­ვე ნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბა კის­რის გვერ­დი­თა ზე­და­პირ­ზე და ყუ­რის ნი­ჟა­რა­ზე. მსუ­ბუ­ქად დაჭ­რი­ლი იყო თა­ვად ჟვა­ნი­აც.








კომენტარები:

ფართი შოპი