ნანუკა ჟორჟოლიანი: სასტუმრო პარაგრაფში ზვიგენი შეჰყავთ, არ გტროლავთ, ნამდვილი ამბავია!

25 Mar 2018 22:58

ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ სასტუმრო პარაგრაფში ზვიგენი შეჰყავთ. 


"ამ მიზეზით, 25 მარტიდან 1 აპრილამდე სასტუმრო იკეტება. არ გტროლავთ. ნამდვილი ამბავია."- წერს ჟორჟოლიანი.



შეკვეთილში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Paragraph Resort & Spa Shekvetili რამდენიმე თვეა სატესტო რეჟიმში მუშაობს. 


როგორც თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, სასტუმროს ოფიციალური გახსნა ზამთარში არ იგეგმება და სავარუდოდ, გაზაფხულისთვის გადაიწევს.

სასტუმროს ოპერირებას უწევს „მერიოტი“, რომლის ვებგვერდზეც სასტუმროს ოფიციალური ჯავშანი 1 მარტიდან არის შესაძლებელი და 1 ღამის ფასი 251 ლარიდან იწყება. სხვადასხვა პერიოდში ნომრების ფასი, 251 ლარიდან 1 650 ლარის ფარგლებში მერყეობს. საპრეზიდენტო ნომრების ფასი კი 2 750-3 300 ლარის ფარგლებშია.

სასტუმროში 5 სხვადასხვა კატეგორიის 220 ნომერი იქნება. სასტუმრო კომპლექსი მოიცავს ასევე 2 000 კუბური მეტრი მოცულობის აკვარიუმს, ზღვაში 150 მეტრზე შეჭრილ აუზს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს წყლის სასრიალო ატრაქციონებით, 3 500 კვადრატული მეტრი ფართობის ზამთრის ბაღს, კინოს, ჩოგბურთის კორტებს, სპორტულ მოედნებს, წყლის გიგანტურ ტობოგანს.

სასტუმროს „თანაინვესტირების ფონდი“ აშენებს და მისი ჯამური ღირებულება 80 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.


კომენტარები:

ფართი შოპი