"პარლამენტში შემოვლენ, დიახაც. არიქა, ჩვენ სამშობლოს ვუღალატეთ, 30 ვერცხლად გავყიდეთ - ასე წარმოაჩინეს მაშინ"

17 Mar 2021 00:28

"არ მინდა, მოლაპარაკების დასკვნით ეტაპზე ნიშნის მოგებით საუბარი - პარლამენტში შემოვლენ, პოზიციების დაახლოება ინტენსიურად მიდის",- ამის შესახებ "მოქალაქეების" ერთ - ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან მოლაპარაკებების პროცესის კომენტირებისას ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებების პროცესში ცოტა საკითხია დარჩენილი, სადაც პოზიციები არ დაახლოებულა. ელისაშვილი აღნიშნავს, რომ დიალოგთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი აქვს.


"რა ინფორმაციასაც ვფლობ, საკმაოდ ინტენსიურად მიდის აზრთა გაცვლა-გამოცვლა და პოზიციების დაახლოება. პარლამენტში რომ შემოვლენ, ეს ხომ ფაქტია.აბა, სხვა სად წავლენ? არიქა, ჩვენ სამშობლოს ვუღალატეთ, საქართველო გავყიდეთ და დავახურდავეთ, 30 ვერცხლად გავყიდეთ - ასე წარმოაჩინეს მაშინ, როდესაც გულის სიღრმეში თავადაც იცოდნენ, რომ აუცილებლად მოუწევდათ პარლამენტში შემოსვლა და მოლაპარაკებების ერთ-ერთი წინაპირობა ესაა. არ მინდა, მოლაპარაკების დასკვნით ეტაპზე ნიშნის მოგებით საუბარი, ხალხი ისედაც ყველაფერსმიხვდება. კი, პარლამენტში შემოვლენ, დიახაც. პოზიციების დაახლოება ინტენსიურად მიდის და ძალიან ცოტა საკითხი დარჩა, სადაც პოზიციები არ დაახლოვებულა,"- განაცხადა ელისაშვილმა.






კომენტარები:

ფართი შოპი