გენო პეტრიაშვილმა რუსი მეტოქე “მშრალი” ანგარიშით დაამარცხა და ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა

26 Mar 2018 01:25

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ოლიმპიურმა პრიზიორმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა (125კგ) ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე “დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის” სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.


გადამწყვეტ შეხვედრაში მან რუსი მურადინ კუშხოვი ‘მშრალი” ანგარიშით 5:0 დაამარცხა.


პეტრიაშვილი, რომელიც შეჯიბრებაზე უმთავრესი ფავორიტის რანგში ჩავიდა, ასპარეზობაში მეოთხედფინალური ეტაპიდან ჩაერთო და ფინალამდე ჩატარებული ორთავე შეხვედრა – ბულგარელი დანიელ ვასელინოვის და ბერძენი იოანის კარგკიოტაკისის წინააღმდეგ ვადაზე ადრე,  ქულების აშკარა უპირატესობით მოიგო. თანაც ეს ისე მოიახერხა რომ მეტოქისთვის ქულა რომ ქულაა ისიც კი არ დაუთმია.


http://sporter.ge


კომენტარები:

ფართი შოპი