გაძვირებული პროდუქტი, წამლები და საწვავი - მოსახლეობის მდგომარეობა უარესდება

17 Mar 2021 01:27


ქვეყნის გაღარიბებული მოსახლეობა, რომელსაც ხელი უკვე აღარც აუცილებელ პროდუქტებზე მიუწვდება.  ეკონომიკის ვარდნის პარალელურად, ცხოვრება საქართველოში სულ უფრო გაუსაძლისი გახდა. ინფლაციის დონე კატასტროფულ მაჩვენებელზეა და მდგომარეობის გამოსწორების პერსპექტივაც ბუნდოვანია.


"ოცნების" ხელისუფლების გათვლით, საშუალო მომხმარებელის საარსებო მინიმუმი 176 ლარია, თუმცა რა არითმეტიკით იხელმძღვანელა მთავრობამ, გაუგებარია. საქსტატი ადასტურებს, რომ ფასები ყველა მიმართულებით გაორმაგებულია და უმუშევრეად დარჩენილ მოსახლეობას არჩევანის გაკეთება სულ უფრო უჭირს. 

გაძვირდა საკვები პროდუქტი, საწვავი, მედიკამენტები, თამბაქოს ნაწარმი. უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობა ინფლაციამ კიდევ უფრო მეტად დააზარალა.   



მთავარი არხი.





კომენტარები:

ფართი შოპი