შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებისათვის ონლაინ ღია კარის დღეს მართავს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, 17 მარტს, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ცენტრის ფეისბუკ გვერდზე დასვან კითხვები სამაგისტრო გამოცდასთან და სტუდენტთა საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით.
„რეგისტრაციის პროცესთან და გამოცდის შინაარსობრივ საკითხებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს ცენტრის სამაგისტრო ჯგუფის ხელძღვანელი ივანე წერეთელი უპასუხებს.
შეგახსენებთ, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებისათვის რეგისტრაციის პროცესი პირველ მარტს დაიწყო და 31 მარტს დასრულდება. დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ipn.ge