ზურაბ ბატიაშვილი - არ მიმაჩნია, რომ ევროკავშირმა რომელიმე მხარე დაიჭირა პოზიცია-ოპოზიციის დაპირისპირებაში, ბორელმა საქართველოს მხარე დაიჭირა

17 Mar 2021 18:18

მე არ მიმაჩნია, რომ ევროკავშირმა რომელიმე მხარე დაიჭირა პოზიცია-ოპოზიციის დაპირისპირებასა და შეუთანხმებლობაში. ვფიქრობ, რომ ბორელმა დაიჭირა საქართველოს მხარე,- ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.


მისივე განმარტებით, დიპლომატიაში მიღებული პრაქტიკაა, რომ კარს მიღმა საუბარი საჭიროების შემთხვევაში პრესკონფერენციაზე სრულად არ გაიტანონ, აქედან გამომდინარე, პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები უფრო რბილი სახით არის წარმოდგენილი. ამასთანავე, ბატიაშვილის შეფასებით, ჟოზეფ ბორელი თავის განცხადებებში ნეიტრალური იყო და არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის ინტერესებისკენ არ იხრებოდა.


„ზოგადად დიპლომატიაში მიღებულია, რომ რასაც შიგნით ლაპარაკობენ, შეიძლება თქვან, რომ ნაწილობრივ ან მთლიანად არ გაიტანენ გარეთ და უფრო რბილი სახე აქვს ხოლმე პრესკონფერენციზე გაკეთებულ განცხადებებს, თუმცა, მე არ მგონია, რომ ის, რაც ბორელმა განაცხადა, გადახრა იყო რომელიმე მხარის მიმართ, იმიტომ, რომ მან თქვა, რომ საქართველომ წინ უნდა წაიწიოს მნიშვნელოვანი რეფორმების დღის წესრიგის თვალსაზრისით, რომელიც საარჩევნო და სასამართლო სისტემებსაც უნდა მოიცავდესო ანუ აღნიშნა, რომ ამ მრივ არის სირთულეები, რომლებიც უნდა იქნეს დაძლეული.


რეალობა არის ის, რომ მხოლოდ არჩევნებს არ ეხება ის 6 -პუნქტიანი შემოთავაზება საკითხების, სადაც არანაკლებ მნიშვნელოვანი არის სასამართლოს დამოუკიდებლობის თემა და რომელიც ასევე, გასაკეთებელია, იმიტომ, რომ თუ მაგალითად, შემდეგი არჩევნები ოდესმე შეიძლება გაყალბდეს, სასამართლო თუ გაქვს დამოუკიდებელი, მაშინ სასამართლოში მოხდება ამ საკითხის განხილვა და შესაბამისად, აღრა დაგვჭირდება ამდენი დავიდარაბა და ხალხის შეწუხება, მათ შორის დასავლელი პარტნიონერების.


რაც შეეხება თვითონ არჩევნების ხელახლა ჩატარების საკითხს, რეალურად ეს საკითხი არის არა ევროპელების, არამედ ჩვენი, ქართველების გადასაწყვეტი ამ მოლაპარაკებებზე, ისინი არიან უბრალოდ ხელის შემწყობი ამ პროცესის,“- განაცხადა ბატიაშვილმა.






კომენტარები:

ფართი შოპი