ირაკლი ღარიბაშვილი - მე მჯერა, იმ კონსტრუქციული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ, მიიღებენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს, რათა ხვალინდელი დღე ჩვენი მოსახლეობისთვის იყოს უკეთესი

17 Mar 2021 19:59

ჩვენ, რა თქმა უნდა, დიალოგს ვაგრძელებთ, მაგრამ ყველა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც თქვენ, აქ, გუშინ მოისმინეთ, ის განცხადება, რომელიც არის ბატონი ბორელის, ბატონი ვარჰეის, ეს არის ევროკომისიის ოფიციალური პოზიცია და ეს პოზიცია გაახმოვანეს მათ, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მას სჯერა იმ კონსტრუქციული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების,  რომლებიც გადაწყვეტენ, მიიღებენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს, რათა  ხვალინდელი დღე საქართველოს მოსახლეობისთვის იყოს უკეთესი.

 

„აქედან გამომდინარე, კითხვები, რომლებიც უკავშირდება არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც ჩატარდა და რომელზეც ჩვენ, ბოლო ანგარიში ვნახეთ ოდირის, მოვისმინეთ  გუშინ განცხადებები ევროკავშირის, დღესაც იგივე დადასტურდა, რეალურად, ეს გამორიცხავს ყოველგვარ კითხვას, რომელიც ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან მომდინარეობს. აქედან გამომდინარე, მე ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ სააკაშვილს და მის რადიკალურ ზრახვებს და იდეებს, მე მჯერა, იმ კონსტრუქციული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ, მიიღებენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს, რათა  ხვალინდელი დღე ჩვენი მოსახლეობისთვის იყოს უკეთესი“, -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





კომენტარები:

ფართი შოპი