შალვა ნათელაშვილმა კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

17 Mar 2021 20:36

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.


როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომის დატოვების მიზეზი დღის წესრიგით განსახილველი საკითხები იყო.


ამ წუთებში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა გრძელდება.


შეგახსენებთ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყო. შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით იმართება.





კომენტარები:

ფართი შოპი