"საშინელებათა გამოქვაბული" ისრაელში, სადაც ბიბლიის გრაგნილის უძველესი ფრაგმენტები იპოვეს - რას მიაკვლიეს მეცნიერებმა იდუმალ მღვიმეში

18 Mar 2021 00:00


"საშინელებათა გამოქვაბული" ისრაელში, სადაც ბიბლიის გრაგნილის უძველესი ფრაგმენტები იპოვეს - რას მიაკვლიეს მეცნიერებმა იდუმალ მღვიმეში

ის­რა­ელ­ში, იე­რუ­სა­ლი­მის სამ­ხრე­თით, უდაბ­ნო­ში, მკვლე­ვარ­თა ჯგუფ­მა უძ­ვე­ლე­სი და უნი­კა­ლუ­რი ბიბ­ლი­უ­რი გრაგ­ნი­ლის ფრაგ­მენ­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა. ის­რა­ელ­ში აღ­მო­ჩე­ნას ის­ტო­რი­ულს უწო­დე­ბენ და მეც­ნი­ერ­თა გან­ცხა­დე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნა­წე­რი 2 000 წლის წინ უნდა იყოს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

ბიბ­ლი­უ­რი გრაგ­ნი­ლის ფრაგ­მენ­ტებ­თან ერ­თად აღ­მო­ჩე­ნი­ლია სხვა სიწ­მინ­დე­ე­ბიც და ასე­ვე უძ­ვე­ლე­სი მო­ნე­ტე­ბი (ჯერ­ჯე­რო­ბით იკ­ვლე­ვენ, თუ რამ­დე­ნი წლის წი­ნან­დე­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნე­ტე­ბი).

პერ­გა­მენ­ტის გრაგ­ნი­ლი ბიბ­ლი­უ­რი ტექ­სტით ათო­ბით ნა­წი­ლა­დაა და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი და მას­ზე და­წე­რი­ლია ბერ­ძნუ­ლი ან­ბა­ნით, მხო­ლოდ ღმერ­თის სა­ხე­ლი წე­რია ებ­რა­ულ ენა­ზე.

რო­გორც BBC წერს, მი­იჩ­ნე­ვა, რომ გრაგ­ნი­ლი ებ­რა­ელ მე­ამ­ბო­ხე­ებს ეკუთ­ვნო­დათ, რომ­ლე­ბიც მე­ო­რე სა­უ­კუ­ნე­ში რო­მა­ელ­თა მმარ­თვე­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აჯან­ყე­ბის შემ­დეგ გა­ი­ხიზ­ნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­მოქ­ვა­ბულს, სა­დაც უძ­ვე­ლე­სი ბიბ­ლი­უ­რი გრაგ­ნი­ლის ფრაგ­მენ­ტე­ბი იპო­ვეს, "ჯო­ჯო­ხე­თის გა­მოქ­ვა­ბულს“ უწო­დე­ბენ. ეს სა­ხე­ლი აღ­ნიშ­ნულ ად­გილს ჯერ კი­დევ მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში შე­ერ­ქვა.

სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში გა­მოქ­ვა­ბულ­ში 40 ჩონ­ჩხი იპო­ვეს. სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ ამ­ჯე­რად 80 მეტ­რის სიღ­რმე­ზე მო­უ­წი­ათ ექ­სპე­დი­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს ჩას­ვლა - სა­ი­დუმ­ლო მღვი­მე სწო­რედ ასეთ სიღ­რმე­ზე იყო და იქ ჩაღ­წე­ვა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.

ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნაშ­თე­ბი შე­ი­ცავს ფრაგ­მენ­ტებს 12 წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის წიგ­ნი­დან.

ის­რა­ე­ლის სიძ­ვე­ლე­თა სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი აცხა­დებს, რომ იქ ნა­პოვ­ნი სიწ­მინ­დე­ე­ბი კა­ცობ­რი­ო­ბის­თვის გა­ნუ­ზო­მე­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საა. ამ დრო­ის­თვის ჯერ კი­დევ აღ­მო­ჩე­ნი­ლი უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბის შეს­წავ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს.


ამბები.ge





კომენტარები:

ფართი შოპი