"ხშირად გადმოსცემენ პრესითა და ტელევიზიით, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა გარდაუვალია - უნდა გავაძლიეროთ ლოცვა" - პატრიარქის ქადაგება

18 Mar 2021 10:53

ხში­რად სა­უბ­რო­ბენ, გად­მოს­ცე­მენ პრე­სი­თა და ტე­ლე­ვი­ზი­ით, რომ იესო ქრის­ტეს მე­ო­რედ მოს­ვლა გარ­და­უ­ვა­ლია" - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის 16 მარ­ტის ქა­და­გე­ბა­ში, რო­მელ­საც "სა­პატ­რი­არ­ქოს უწყე­ბა­ნი" ავ­რცე­ლებს.


პატ­რი­არ­ქი ქა­და­გე­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას დიდი მარ­ხვის და­სა­წყისს ულო­ცავს.


"ღმერ­თმა ინე­ბოს, რომ მშვი­დო­ბით შევ­ხვდეთ ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მას. მრა­ვა­ლი გან­საც­დე­ლი გვხვდე­ბა ჩვენ – ავად­მყო­ფო­ბა, ნაკ­ლე­ბო­ბა. არ უნდა შე­გე­შინ­დეთ. ჩვენ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ უკა­ნას­კნელ ჟამს, იესო ქრის­ტეს მე­ო­რედ მოს­ვლის წინ, ბო­რო­ტი ძალა იგ­რძნობს თა­ვის და­სას­რულს და გა­აძ­ლი­ე­რებს ბრძო­ლას მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მაგ­რამ, ღვთის მად­ლი და ძალა იმ­დე­ნად დიდი და ძლი­ე­რია, რომ ვე­რა­ფერს გახ­დე­ბა.


ხში­რად სა­უბ­რო­ბენ, გად­მოს­ცე­მენ პრე­სი­თა და ტე­ლე­ვი­ზი­ით, რომ იესო ქრის­ტეს მე­ო­რედ მოს­ვლა გარ­და­უ­ვა­ლია. ეს უნდა ვი­ცო­დეთ ჩვენ, უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ ლოც­ვა, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა და ბო­რო­ტი ძალა უძ­ლუ­რი იქ­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ კარ­გად აქვს ნათ­ქვა­მი პავ­ლე მო­ცი­ქულს. პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი სწერს ეპის­ტო­ლეს მო­ცი­ქულ ტი­მო­თეს და მინ­და, ახლა წა­ვი­კი­თხოთ ამ ეპის­ტო­ლის ერთი თავი. კარ­გად და­ვაკ­ვირ­დეთ და ში­ნაც წა­ი­კი­თხეთ. აქ ბევ­რი სა­ი­დუმ­ლო იქ­ნე­ბა ახ­სნი­ლი ჩვენ­თვის. ახლა მო­ვის­მი­ნოთ ეპის­ტო­ლე პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი­სა ტი­მო­თეს მი­მართ II, მე-3 თავი:


"ხოლო ესე უწყო­დე, რა­მე­თუ უკუ­ა­ნაჲსკნელ­თა დღე­თა მო­ი­წი­ნენ ჟამ­ნი ბო­როტ­ნი. და იყ­ვნენ კაც­ნი თა­ვის მო­ყუ­ა­რე, ვე­ცხლის მო­ყუ­ა­რე, ლაღ, თავ­მოთ­ნე, ამ­პარ­ტა­ვან, მგმო­ბარ, მამა-დე­დი­სა ურჩ, უმად­ლო, უღირს, უყუ­ა­რულ, უწი­რავ, მა­ს­მე­ნელ, უთ­მი­ნო, და­უმ­ჭირ­ველ, უზავ, და­უმშჳდე­ბელ, კე­თი­ლის მო­ძუ­ლე, შინა-განმცე­მელ, წარმ­დებ, აღ­ზუ­ა­ვე­ბულ, გუ­ლის თქუ­მის მო­ყუ­ა­რე უფროჲს, ვიდ­რე ღმრთის მო­ყუ­ა­რე.


აქუნ­დეს ხატი ღმრთის მსა­ხუ­რე­ბი­საჲ და ძალ­სა მის­სა უარ-ჰყოფ­დენ. და ამათ­გან­ცა გა­ნე­შო­რე. რა­მე­თუ ამათ­გან­ნი არი­ან, რო­მელ­ნი შევ­ლე­ნან სახ­ლებ­სა და გა­მოს­ტყუ­ენ­ვენ დე­და­თა, შეკ­რე­ბულ­თა ცოდ­ვი­თა, მო­ი­პო­ვე­ბენ გუ­ლის თქუ­მა­თა თჳთო-სა­ხე­თა და ყოვ­ლად­ვე ის­წა­ვე­ბენ და არა­სა­და მეც­ნი­ე­რე­ბა­სა ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სა­სა შემ­ძლე­ბელ არი­ან მოს­ვლად. ვი­თარ­ცა-იგი იანე და იამ­ბრე უჴდე­ბო­დეს მო­სეს, ეგ­რეთ­ცა ესე­ნი უჴდე­ბი­ან ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­სა, კაც­ნი გან­ხრწნილ­ნი გო­ნე­ბი­თა, გა­მო­უც­დელ­ნი სარ­წმუ­ნო­ე­ბი­თა. გარ­ნა არა წა­რე­მატ­ნენ უფროჲს, რა­მე­თუ უგუ­ნუ­რე­ბაჲ მათი ცხად იყოს ყო­ველ­თა­და, ვი­თარ­ცა-იგი მათი იყო.


ხოლო შე­მოდ­გო­მილ ხარ ჩემ­სა მო­ძღუ­რე­ბა­სა, გულს-მოდ­გი­ნე­ბა­სა, სარ­წმუ­ნე­ბა­სა, სულ­გრძე­ლე­ბა­სა, სი­ყუ­ა­რულ­სა, მოთ­მი­ნე­ბა­სა, დევ­ნუ­ლე­ბა­თა, ვნე­ბა­თა, რა­ო­დე­ნი შე­მემთხჳა მე ან­ტი­ო­ქი­ას შინა, იკო­ნი­ას, ლუსტრას; რა­ო­დენ­ნი დევ­ნა­ნი და­ვით­მი­ნენ, და ყო­ველ­თა­გან მიჴსნა მე უფალ­მან. და ყო­ველ­თა­ვე რო­მელ­თა ჰნე­ბავს ღმრთის მსა­ხუ­რე­ბით ცხო­რე­ბაჲ ქრის­ტე იესუჲს მიერ, იდევ­ნენ. ხოლო უკე­თურ­ნი კაც­ნი და გრძნე­ულ­ნი წა­რე­მა­ტე­ბო­დი­ან უძჳრე­სი­სა მი­მართ, აც­თუ­ნებ­დენ და სცთე­ბო­დი­ან. ხოლო შენ და­ად­გერ მას ზედა, რო­მე­ლი­ცა გის­წა­ვი­ეს და გრწმე­ნა, უწყი, ვის­გან გის­წა­ვი­ეს; და რა­მე­თუ სიყრმით­გან საღ­მრთო­ნი წიგნ­ნი იცნი, რო­მელ­ნი შემ­ძლე­ბელ არი­ან განბ­რძნო­ბად შენ­და ცხო­რე­ბი­სათჳს სარ­წმუ­ნო­ე­ბი­თა ქრის­ტე იესუჲსითა.


ყო­ვე­ლი წიგ­ნი ღმრთივ სუ­ლი­ე­რი და სარ­გე­ბე­ლი სა­მო­ძღუ­რე­ბე­ლად არს და სამ­ხი­ლე­ბე­ლად და გან­სა­მარ­თლე­ბე­ლად და სას­წავ­ლე­ლად სი­მარ­თლი­სა, რაჲთა აწვე იყოს ღმრთი­სა იგი კაცი, ყოვ­ლი­სა მი­მართ საქ­მი­სა კე­თი­ლი­სა გან­მტკი­ცე­ბულ“. ეს ყვე­ლა­ფე­რი წე­რია ახალ აღ­თქმა­ში. ფრთხი­ლად უნდა ვი­ყოთ. ეს ბრძო­ლა მძი­მე იქ­ნე­ბა მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, მაგ­რამ ღვთის ძალა და მად­ლი არ მის­ცემს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ბო­როტ­მა გა­ი­მარ­ჯვოს. ჩვენ მი­ვე­ცით ლოც­ვა-კურ­თხე­ვა ჩვენს სამ­ღვდე­ლო­ე­ბას, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, რომ ყო­ველ­დღე ტა­ძარ­ში შე­ას­რუ­ლონ მცი­რე აიაზ­მის წესი. მცი­რე აიაზ­მის კურ­თხე­ვის შემ­დეგ სამ­ღვდე­ლო­ე­ბა ას­ხუ­რებს ნა­კურთხ წყალს თა­ვის სახ­ლებს, თა­ვის შვი­ლებს, ოჯახს და ბო­რო­ტი აღარ მი­ე­კა­რე­ბა მათ. ღმერ­თმა ძალა მოგ­ცეთ. ღმერ­თმა ძალა და მად­ლი მოგ­ვცეს!" - ნათ­ქვა­მია ქა­და­გე­ბა­ში.



ამბები.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი