დღეს პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში ლევან დავითაშვილს მოუსმენს

18 Mar 2021 12:04

18 მარტს პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმენს.


ბიუროს მიერ დამტკიცებული „მინისტრის საათის“ კალენდრის მიხედვით, მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ჩხენკელისთვის უნდა მოესმინათ. იმის გამო, რომ აღნიშნული სამინისტრო გაიყო და ახალი სამინისტრო შეიქმნა, მინისტრმა პარლამენტის მისი მოსმენის გადაწევის თხოვნით მიმართა.


როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, არის სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების საკითხი, გარემოს დაცვითი საკითხები და ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებული თემები, რაზეც ლევან დავითაშვილის მოსმენა მნიშვნელოვანია.






კომენტარები:

ფართი შოპი