კახა კალაძე: იმისთვის, რომ სამომავლოდ ქალაქი ეკოლოგიურად სუფთა იყოს, ზოგჯერ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა გვიწევს

18 Mar 2021 12:23

გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება პრეზენტაცია ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.


„რეფორმები, რაც ხორციელდება, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, თუნდაც რეგულაციები, რომლებიც ჩვენ შემოვიღეთ სამშენებლო სექტორში, შეიძლება ეს ბევრისთვის არ იყოს სასიამოვნო, მაგრამ როდესაც არის საზოგადოებისგან მოთხოვნა, რომ არსებობს ეკოლოგიური პრობლემები, ამ პრობლემებს მოწესრიგებას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ეს ნაბიჯები შეიძლება მტკივნეული იყოს ჩემთვის, თქვენთვის, რომელიმე ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანისთვის, მაგრამ ვსაუბრობთ საერთო სარგებელზე, ვსაუბრობთ სუფთა ჰაერზე, ჩვენს ჯანმრთელობაზე, ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე, მომავალი თაობების ჯანმრთელობაზე. ჩემი თხოვნა იქნება, რომ აქ გვჭირდება ძალიან დიდი თანადგომა, ძალიან დიდი მხარდაჭერა. ჩვენ ვგრძნობთ ამ თანადგომასა და მხარდაჭერას. არის საკითხები, სადაც გვიწევს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, სამომავლოდ ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ქალაქი იყოს მოწესრიგებული, იყოს ეკოლოგიურად სუფთა. თუ ავიღებთ მონაცემებს და უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება პრეზენტაცია ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად. ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით პროცესებს, ვნახოთ რა მდგომარეობა იყო წინა წლებში და განხორციელებული პროექტების შემდეგ დღეს რა მდგომარეობა გვაქვს. ამ ყველაფერს ცოტა ხანში წარვუდგენთ საზოგადოებას.“, - განაცხადა კახა კალაძემ.






კომენტარები:

ფართი შოპი