რატომ არ შეიძლება ძილი თავით ფანჯრისკენ - ხუთი რჩევა ხარისხიანი ძილისთვის

18 Mar 2021 12:45

ძილს უამრავი ცრურწმენა უკავშირდება. ინტერნეტში შეიძლება ბევრი რჩევა იპოვოთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ან არ შეიძლება ძილი, ასევე ხალხური ცრურწმენები ამ თემაზე, თუმცა მათში შეიძლება რაციონალურობის მარცვალი აღმოაჩინოთ.



არ შეიძლება დაძინება ოთახში, სადაც ბევრი მცენარეა
თუ დღისით, მზის შუქზე, მცენარეები ჟანგბადს გამოყოფენ და ოთახის ინტერიერს ალამაზებენ, ღამით ყველაფერი სხვანაირადაა. მზის გარეშე დარჩენილი მცენარეები ადამიანებივით სუნთქავენ და ნახშიროჟანგს წარმოქმნიან. ასე რომ, ჯანმრთელი ძილისთვის სასურველია საძინებლიდან ყვავილები გაიტანოთ ან ჟანგბადის მუდმივი მარაგის უზრუნველსაყოფად, ღამით ფანჯარა ღია დატოვოთ.




ნუ დაიძინებთ თავით ფანჯრისკენ
ეს ცრურწმენა ხალხში უხსოვარი დროიდან არსებობს. მინიშნების თანახმად, მიხედვით, ღამით შეიძლება ფანჯრიდან ბოროტი სული შემოვიდეს და ადამიანის თავში დაიბუდოს. რა თქმა უნდა, თუ ცრუმორწმუნე ადამიანი ხართ, ეს საკმარისი მიზეზია, რომ თავით ფანჯრისკენ არ დაიძინოთ. თუმცა არის არის კიდევ ერთი მიზეზი განსაკუთრებით სუფთა ჰაერისა და ღია ფანჯრების მოყვარულთათვის - ასე ძალიან ადვილია გაცივდეთ, ამიტომ სჯობს ძილის ეს ვარიანტი დაივიწყოთ.



შუქზე არ დაიძინოთ
შეიძლება ტიპიურ ცრურწმენად ჩანდეს, მაგრამ ამ რჩევას სამეცნიერო საფუძველი აქვს. თუ ოთახში სინათლის წყაროა ჩართული, ორგანიზმში ძილის ჰორმონის, მელატონინის გამომუშავება ირღვევა.
ამის გამო დილას შეიძლება დაღლილმა გაიღვიძოთ, ხოლო დღის განმავლობაში, თავის ტკივილმა დაგტანჯოთ. თუ სინათლის გარეშე ვერ იძინებთ, შეეცადეთ მისი გავლენა მინიმუმამდე შეამციროთ - პატარა ღამის შუქი საწოლიდან მოშორებით, პრობლემის შესანიშნავი გადაწყვეტა იქნება.



ნუ დაიძინებთ ჩაცმული
არსებობს უამრავი სამეცნიერო არგუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ტანსაცმლის გარეშე ძილი ძალიან სასარგებლოა. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ამ დროს წარმოიქმნება მელატონინი, რომელიც ხელს უშლის სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის წარმოქმნას.
ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ადამიანი, რომელსაც შიშველი სძინავს, უფრო თავდაჯერებულია და არ განიცდის განწყობის ცვალებადობას. შვედი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დაბალ ტემპერატურაზე, ტანსაცმლის გარეშე დაძინება ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს და სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას ახდენს. შედეგად, დიაბეტის განვითარების რისკი მცირდება.



მუცელზე ნუ დაიძინებთ
ბევრისთვის ძილის ეს პოზა ყველაზე კომფორტულია, მაგრამ უამრავი მიზეზი არსებობს, რომ შეხედულება შეიცვალოთ. მუცელზე ძილი იწვევს შინაგანი ორგანოების შეკუმშვას, პოტენციასთან დაკავშირებულ პრობლემებს, სისხლის ცუდ მიმოქცევას და ინსულტის რისკს. გარდა ამისა, ამ მდგომარეობაში თავი მკვეთრად არის მიტრიალერბული ერთი მიმართულებით, რაც საზიანოა ხერხემლისთვის.


tia.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი