მიხეილ სარჯველაძე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

18 Mar 2021 15:45

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ, პარლამენტში ინიცირებული „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის პროექტი  და თანმდევი ცვლილებები გააცნო.

პროექტი წარმოადგენს თვისობრივად ახალ საკანონმდებლო აქტს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი დირექტივების შესრულებას, ასევე ხელს უწყობს არსებული, 1994 წლის კანონის ნაკლოვანებების აღმოფხვრას და სამეწარმეო სამართალში სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას.

ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვანი სიახლეა, რამდენადაც სამეწარმეო ურთიერთობის საკანონმდებლო მოწესრიგება წაახალისებს ქვეყანაში მეწარმეობას, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

საკითხის განხილვაში ჩართული იყო იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, რომელიც აღნიშნულ კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია. ამასთან, მიხეილ სარჯველაძე ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდებს, ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს კანონის პროექტის საპარლამენტო განხილვაში.

 





კომენტარები:

ფართი შოპი