ანრი ოხანაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა

18 Mar 2021 16:17

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა.


მხარეებმა ისაუბრეს სამართლებრივი რეფორმების კუთხით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გეგმებზე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

 

„იაპონია მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის  ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ მისწრაფებას და  საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებს. 

ჩვენ ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე,რომელთა განხორციელებასაც  იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გეგმავს და ბატონმა ელჩმა მჭიდრო თანამშრომლობისა და მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა“, - განაცხადა  შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

 

შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.






კომენტარები:

ფართი შოპი