კახა კალაძე კითხვაზე, რამდენად შესაძლოა, რომ მერობის კანდიდატი აღარ იყოს - ყველაფერი შესაძლებელია, დაველოდოთ, ნუ ვიჩქარებთ

18 Mar 2021 17:05

ყველაფერი არის შესაძლო, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომლის მიხედვითაც ის შესაძლოა, დედაქალაქის მერობის კანდიდატი აღარ იყოს.

მისივე თქმით, ყველაფერს თავისი დრო აქვს და აღნიშნულ საკითხზე ლაპარაკი ადრეა.

"ყველაფერი არის შესაძლო. ასე რომ დაველოდოთ, ნუ ვიჩქარებთ, ჯერ გვაქვს დრო კიდევ და როდესაც ამის დრო დადგება, რაც კანონითაა გათვალისწინებული, გავიგებთ. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, ყველაფერს აქვს თავისი დრო", - განაცხადა კალაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი