ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება

18 Mar 2021 18:47

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქზე“ დაწერა.


„ახლახან შევხვდი ფრაქცია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს გაგიკ ცარუკიანს. შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. ასევე ჩემს მიერ პრეზიდენტთან, ფრაქცია „ჩემ ნაბიჯთან“, ფრაქცია „ნათელი სომხეთის“ ლიდერ ედმონ მარუკიანთან გამართული დისკუსიების გათვალისწინებით, სომხეთში, მიმდინარე წლის 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება,“- განაცხადა ფაშინიანმა.





კომენტარები:

ფართი შოპი