რომელ ქვეყანას აქვს ყველაზე ძლიერი პასპორტი მსოფლიოში და რომელ პოზიციაზეა საქართველო?

18 Mar 2021 19:51

გამოცემა CNN 2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგს აქვეყნებს. სიაში პირველ ადგილს იაპონია იკავებს.


იაპონიის პასპორტით მოქალაქეებს ვიზის გარეშე მოგზაურობა 191 ქვეყანაში შეუძლიათ. მე-2 ადგილს სინგაპური იკავებს 190 ქვეყანაში გადაადგილების უფლებით.


რეიტინგის ათეული ასე გამოიყურება:



  • იაპონია - 191 ქვეყანა;
  •  
  • სინგაპური - 190 ქვეყანა;
  •  
  • სამხრეთ კორეა და გერმანია - 189 ქვეყანა;
  •  
  • იტალია, ფინეთი, ესპანეთი, ლუქსემბურგი - 188 ქვეყანა;
  •  
  • დანია და ავსტრალია - 187 ქვეყანა;
  •  
  • შვედეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ირლანდია - 186 ქვეყანა;
  •  
  • შვეიცარია, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია, ბელგია, ახალი ზელანდია - 185 ქვეყანა;
  •  
  • საბერძნეთი, მალტა, ჩეხეთი, ავსტრალია -184 ქვეყანა;
  •  
  • კანადა - 183 ქვეყანა;
  •  
  • უნგრეთი - 181 ქვეყანა.
  •  


რაც შეეხება საქართველოს, ის რეტინგში 51-ე ადგილზეა. ქართული პასპორტით 115 ქვეყანაში მოგზაურობაა უვიზოდ შესაძლებელი.





allnews.ge 






კომენტარები:

ფართი შოპი