ელისო ბოლქვაძე და მიხეილ სარჯველაძე საქართველოში UNISEF-ის ხელმძღვანელს ხასან ხალილს შეხვდნენ

18 Mar 2021 21:22

პარლამენტის წევრი ელისო ბოლქვაძე და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის UNISEF  ხელმძღვანელს ჰასან ხალილს შეხვდნენ.

 

შეხვედრის მიზანი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დაცვისა და პანდემიით გამოწვეული პრობლემების შესწავლა და ახალი საშუალებების გაჩენა იყო.

 

გაეროს მისიების  ჩართულობას  დიდი  მნიშვნელობა აქვს მსოფლიოს  სხვადასხვა ქვეყნებში არსებული კონფლიქტების მოგვარების კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია ქმედითი გეგმების შემუშავება მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 

ელისო ბოლქვაძემ იუნესკოს მშვიდობის ელჩის სტატუსით უკვე მიიღო მონაწილეობა კინო ვარსკვლავ, ანჯელინა ჯოლისთან ერთად ჟენევაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე და ამჟამად დეპუტატის სტატუსით ჩაერთვება ახალი ინიციატივით. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან ერთად ახლო მომავალში  დაგეგმილია რეგიონული გასვლითი ვიზიტები Unisef - ის მაღალი ჩართულობით, რათა შესაძლებელი გახდეს მეტი კომუნიკაცია და პრობლემების შესწავლა.

 




კომენტარები:

ფართი შოპი