19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

19 Mar 2021 01:17

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
რთული დღე გელით. მოსალოდნელია დაბრკოლებები, რაც სავარაუდოდ, ახალი თანამდებობის მიღებას ან მიზნის მიღწევას უკავშირდება. საღამოს გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. თუ შესაძლებელია, ეცადეთ განმარტოვდეთ.

კურო
ეს დღე წარმატებას გპირდებათ. კურო ქალებს შესაძლებლობა ექნებათ ეფექტურად წარმოაჩინონ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები. მოსალოდნელია ახალი გატაცება ან მსუბუქი ფლირტი. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ახალმა რომანმა შეიძლება დიდი იმედგაცრუება და ნერვიულობა მოგიტანოთ.


ტყუპები
ხელსაყრელი დღეა მუშაობისთვის - ნებისმიერ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით და ყველაზე რთულ დაბრკოლებებსაც მარტივად გადალახავთ. ტყუპ ქალებს ახალი გატაცება ან მსუბუქი ფლირტი ელით, რაც ორივე პარტნიორისთვის სასიამოვნო იქნება. ტყუპებ მამაკაცებს ვარსკვლავები აფრთხილებენ, რომ ემოციები აკონტროლონ - რომანტიკულმა ურთიერთობამ შეიძლება ბევრი პრობლემა მოგიტანოთ.

კირჩხიბი
წარმატებით სავსე დღეა - არავითარი პრობლემა, არანაირი დაბრკოლება.ნებისმიერ, თუნდაც ძალიან რთულ ამოცანას ადვილად გაუმკლავდებით. სიყვარულში თავს ყველაზე უფრო ბედნიერად გრძნობთ. ამ ხელსაყრელი დღის არც ერთი წუთი უქმად არ უნდა დაკარგოთ. ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები რაც შეიძლება სრულყოფილად გამოავლინოთ.

ლომი
ეს დღე შეიძლება საკმაოდ რთული აღმოჩნდეს. სავარაუდოდ, პროფესიული საქმიანობის სფეროში იმაზე უფრო მოკრძალებულ პოზიციაზე იმყოფებით, ვიდრე იმსახურებთ. მოსალოდნელია დაბრკოლება, რომელიც კარიერულ წინსვლას ან თქვენი რომელიღაც გეგმის შესრულებას უკავშირდება.

ქალწული
მშვიდი და ჰარმონიული დღეა. შეგიძლიათ ნებისმიერ საქმეს თამამად შეეჭიდოთ, რადგან ყველა მიმართულებით წარმატება გელით. ვარსკვლავები თქვენს შრომისმოყვარეობას და მონდომებას დააფასებენ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ ზოგიერთ მეგობართან ურთიერთობას გადახედოთ.

სასწორი
ამ დღეს შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ, მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ხელსაყრელი დღეა მსხვილი შესყიდვებისთვის, გართობისა და სექსუალური ენერგიის კონცენტრაციისთვის. ახალი გატაცება ხანმოკლე იქნება და ბევრ უსიამოვნებას მოგიტანთ.

მორიელი
ეს დღე ჯანმრთელობისთვის უკიდურესად საშიშია. ფრთხილად და ყურადღებით იყავით - პატარა ნაკაწრის შეხორცებასაც კი დიდი დრო დასჭირდება, რომ აღარაფერი ვთქვათ სერიოზულ დაზიანებაზე. გირჩევთ დღის მეორე ნახევარში ყველა შეხვედრა და ვიზიტი გააუქმოთ, სახლში დარჩეთ და დაისვენოთ. დიდია წინასწარმეტყველური სიზმრების ალბათობა.

მშვილდოსანი
პროფესიული საქმიანობისთვის, კარიერისა და პირადი ცხოვრების თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. მშვილდოსან ქალებს მსუბუქი ფლირტი ელით, რაც ორივე პარტნიორს სიამოვნებას მიანიჭებს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვეთვის დამახასიათებელმა იდეალიზმმა შეიძლება თაყვანისმცემლის ობიექტურად შეფასებაში ხელი შეგიშალოთ.

თხის რქა
ხელსაყრელი დღეა, რომელიც კოსმოსური ენერგიის ათვისებასთან, სიყვარულთან და პატიებასთან ასოცირდება. თხის რქების უმეტესობა მყარი ფსიქიკით, ტრადიციების დაცვითა და საყოველთაოდ დადგენილი წესების პატივისცემით გამოირჩევიან. ხელსაყრელი დღეა ქორწინებისთვის, ბავშვის ჩასახვისთვის და ჰარმონიული ოჯახური ურთიერთობებისთვის.

მერწყული
შემოქმედებითი და პროფესიული საქმიანობისთვის ხელსაყრელი დღეა. დაწყებულ საქმეს ყოველგვარი გართულებების გარეშე დაასრულებთ. გირჩევთ ცოტა ხნით დაივიწყოთ ყველანაირი კამათი და გაუგებრობა დეა ახლობელ ადამიანებს სასიამოვნო საღამო აჩუქოთ. კარგი იქნება თი პატარა ოჯახურ წვეულებას მოაწყობთ და ახლობელ ადამიანებს დაპატიჟებთ.

თევზი
წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია ახალი საქმიანი კონტრაქტების დადებისა და მოლაპარაკებებისათვის. ამ დღეს იმდენად დამაჯერებლად მოქმედებთ, რომ ვისაც გინდათ და რაშიც გსურთ დაარწმუნებთ, ამიტომ პარტნიორებთან მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწევთ. დღის მეორე ნახევარში იმედგაცრუება გელით, რაც ძნელი ასატანი იქნება. თავდაჯერებას თანდათან დაკარგავთ და საკუთარი უსარგებლობის გრძნობა დაგეუფლებათ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ.ახლა ყველაზე მეტად განმარტოვება და დასვენება გჭირდებათ.


tia.ge 






კომენტარები:

ფართი შოპი