ტკივილგამაყუჩებლების ხშირი მიღება ნარკომანიას და დეპრესიას იწვევს

19 Mar 2021 10:42

მაკმასტერის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა მიიღო 500-ზე მეტმა პირმა. მათგან ქალების 58 % და მამაკაცების 38 %-მა აღიარა, რომ ექიმის მიერ გამოწერილი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება იყო მათ მიერ ოპიატების გამოყენების პირველი მცდელობა. ოპიატებს მიეკუთვნება ისეთი პრეპარატები, როგორებიცაა კოდეინი და ოქსიკონტინი და ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალება, მაგალითად, ჰეროინი.


მკვლევართა დასკვნით ქალებთან ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამო ოპიატებზე დამოკიდებულება უფრო ხშირად ვითარდება მამაკაცებთან შედარებით და ამას გარკვეული მიზეზები აქვს. უპირველეს ყოვლისა, ქალებს აღნიშნულ პრეპარატებს უფრო ხშირად უნიშნავენ, რადგან ისინი ტკივილს უფრო მძაფრად აღიქვამენ დაამის გამო ექიმთან ქალბატონების მიმართვიანობაც გაცილებით ხშირია, ვიდრე მამაკაცებისა. გარდა ამისა, სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ დღეს ოპიატური დამოკიდებულება, პროვოცირებული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებით 30 %-ით მეტ ადამიანს აღენიშნება, ვიდრე 90-იან წლებში. ეს მეტად დამაფიქრებელი სტატისტიკაა.


საყურადღებოა მეორე დეტალიც - სენტ-ლუისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აჩვენეს, რომ რაც უფრო ხშირად იყენებს.


შეკითხვა ექიმს:

-კალცი-ქეა ესეთი წამალი არსებობს? და რისია?

ადამიანი ოპიატების საფუძველზე შექმნილ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს, მით უფრო მაღალი რისკი აქვს დეპრესიის განვითარებისა. როგორც მკვლევარებმა დაასკვნეს, დეპრესიის რისკი შესაძლოა გაზარდოს ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ხანგრძლივად მიღებამ. დიდი მნიშვნელობა აქვს მედიკამენტის ყოველდღიურ დოზასაც.



mkurnali.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი