"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია მზად არის, საჯაროს აიცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.
"მზად ვარ ავიცრა ასტრაზენეკას ვაქცინით, თუ საჭიროა, საჯაროდ. სიმბოლურად, სწორედ ახალციხეში.
ps თან ნამყოფიც არ ვარ და ბარემ დავათვალიერებ", - წერს გვარამია ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, პირველ ეტაპზე მედიკოსები აიცრებიან.
ცნობისთვის, დღეს ახალციხეში ექთანი, 27 წლის ქალი კომაში ჩავარდა მას შემდეგ, რამ მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.
რეზონანსი