მამუკა ხაზარაძე - აშკარაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოლაპარაკებები ჩაშალა

19 Mar 2021 11:37

ეს არის უაღრესად უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, გზა წარსულსა და ჭაობისკენ, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.


მისივე თქმით, გუშინდელი შეხვედრა ქვეყნის დასავლურ კურსს აზიანებს.


„ეს არის უაღრესად უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც ქვეყანას და მის დასავლურ კურსს აზიანებს. ეს არის გზა წარსულისა და ჭაობისკენ. მეტ ვარდნას, რყევებს ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს! ჩვენ ამ ვარდნას შევაჩერებთ!“, - განაცხადა ხაზარაძემ.


ცნობისთვის, გუშინ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა ძირითად საკითხებზე შეთანხმების გარეშე დასრულდა.





კომენტარები:

ფართი შოპი