27 წლის ექთანი, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, კლინიკაში გარდაიცვალა

19 Mar 2021 15:47

27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, გარდაცვალება 12:00 საათზე დაფიქსირდა.


ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი გუშინ განუვითარდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.ის თბილისში, გვიან ღამით გადმოიყვანეს.






კომენტარები:

ფართი შოპი