ძალიან ვწუხვარ ახალგაზრდა მედიკოსის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო. გული მწყდება, რომ პროფესიონალი, თავისი საქმისთვის თავდადებული ახალგაზრდა ექთანი დავკარგეთ, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლის მაგალითი მისცა საზოგადოებას.
სამწუხაროა, რომ ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
საქართველოს პარლამენტის სახელით, მთელი გულით ვუთანაგრძნობ გარდაცვლილი ახალგაზრდა მედიკოსის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე