6 ყველაზე შემოსავლიანი კლინიკა საქართველოში

19 Mar 2021 18:36

ჯანდაცვის სექტორის ტოპ-3 მოთამაშეზე მოდის შემოსავლების 27.1% და ჰოსპიტალიზაციების 30.9% (2019).


ამის შესახებ ფონდ „კურაციოს“ მიერ გამოქვეყნებულ ჯანდაცვის სექტორის ფინანსური მდგომარეობისა და რისკების შეფასების ანალიზშია აღნიშნული.


კვლევის თანახმად, დანარჩენი მოთამაშეები ინდივიდუალურად ბაზრის 3%-ზე ნაკლებ წილს იკავებენ, როგორც შემოსავლების, ისე ჰოსპიტალიზაციების მიხედვით.


კერძოდ, ანგარიშის თანახმად, შემოსავლების მიხედვით, ბაზრის ყველაზე დიდი წილი - 16,7% - „ევექსის“ კლინიკებზე მოდის; მას მოსდევს „ავერსის“ კლინიკები - ბაზრის 7,1%-იანი წილით; მე-3 ადგილზეა „ვივო მედიქალი“, რომელსაც 3,3% უკავია.


იმ კლინიკების ექვსეულში, რომელთაც შემოსავლების მიხედვით, ბაზრის ყველაზე დიდი წილი უკავიათ, ხვდებიან ასევე:

  • „ჯეო ჰოსპიტალსს“ - 2,7%;
  • აკ. ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი - 2,3%;
  • „ნიუ ჰოსპიტალსი“ - 2,1%.


ipn.ge 






კომენტარები:

ფართი შოპი