ქართული წიგნი ევროპული ლიტერატურული პრემიის ნომინანტი გახდა

19 Mar 2021 18:49

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2021 წლის ლიტერატურული პრემიის ნომინანტების პირველადი სია გამოაქვეყნა. კონკურსის მიზანი იმ ორმოცამდე ქვეყნის ლიტერატურულ თარგმანთა პოპულარიზებაა, რომლებშიც EBRD ფუნქციონირებს. ლონგლისტში 10 ნაწარმოები შევიდა, რომლიდან ერთ-ერთი საქართველოდანაა.


საქართველოდან პრემიის ლონგლისტში ნანა ექვთიმიშვილის ნაწარმოები, „მსხლების მინდორი“ მოხვდა.



20 000 ევროს ოდენობის პრემია გადაეცემა საუკეთესო რომანს, რომლის ორიგინალიც ერთ-ერთი იმ ქვეყნის ენაზეა დაწერილი, სადაც ბანკი საინვესტიციო საქმიანობას ახორციელებს. კონკურსი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიებს შორის, რომლებიც ავტორის და მთარგმნელის ღვაწლს თანაბრად აფასებს.


„ეს ათი წიგნი 1930-იანი წლების ვარშავიდან და 1950-იანი წლების ჩეხოსლოვაკიიდან თანამედროვე უკრაინამდე; უსამართლო სასამართლოს კაფკასეული ამბიდან ადამიანების უკანონო ტრანსპორტირებისა და ადამიანებით ვაჭრობის აბსურდულ ტრაგიკომედიამდე; ოსმალეთის იმპერიის კვდომის პერიოდიდან ბალკანეთის ალტერნატიულ ისტორიამდე გვამოგზაურებს“, — აღნიშნა კონკურსის ჟიურის თავმჯდომარემ, ტობი ლიხტიგმა.



ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 2021 წლის ლიტერატურული პრემიის ფინალისტები, სამი ავტორი და მათი მთარგმნელები, 2021 წლის 3 მაისს გამოცხადდებიან. ოდნავ მოგვიანებით, მაისშივე, ყველა მათგანს დაჯილდოების ცერემონიაზე მიიწვევენ, სადაც კონკურსის გამარჯვებული გამოცხადდება.


imedinews.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი