გიორგი დოხტურიშვილი: „ვაშლიჯვრის ფერდზე დაწყებული მეწყერული პროცესები ახალი გზის სამშენებლო სამუშაოებს არ უკავშირდება“

19 Mar 2021 19:09

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დოხტურიშვილი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. 

როგორც მან განაცხადა, თბილისის საკრებულო და კონკრეტულად გარემოს დაცვის კომისია აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მზად არის ყველა შესაბამის უწყებასთან ითანამშრომლოს.


გიორგი დოხტურიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  მეწყერული პროცესები  ახალი გზის მშენებლობის შედეგად არ წარმოქმნილა და მედიასაშუალებებს მოუწოდა მაქსიმალურად ობიექტურად გააშუქონ მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე  პროცესები.


„პირველ რიგში მინდა, ხაზგასმით განვაცხადო, რომ ვაშლიჯვრის ფერდზე დაწყებული მეწყერული პროცესები ახალი გზის სამშენებლო სამუშაოებს არ უკავშირდება. მომდევნო კვირიდან პროცესის შესწავლაში   უცხოელი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან.  თბილისის საკრებულო და კონკრეტულად გარემოს დაცვის კომისია  მზად არის მერიასთან და შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობისთვის“ - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.






კომენტარები:

ფართი შოპი