რა არის ანაფილაქსიური შოკი და რა შეიძლება იყოს ამ დროს გარდაცველების მიზეზი?

19 Mar 2021 21:36

გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.



ექიმი ანაფილაქსიური შოკის შესახებ წერს.



"ბევრი წერილი შემოვიდა და პაციენტებისთვის, აქ წერია მოკლედ:



რა დროში იწყება ანაფილაქსია?
5-30 წთ-ში მედიკამენტის გაკეთებიდან

არის რამე ტესტი რომ ვიცოდე, მექნება თუ არა ანაფილაქსია? სამწუხაროდ, არათუ მაქვს ალერგიის მძიმე ანამნეზი, რა მომეთხოვება? ადრენალინის აუტოინექტორი (აქვთ კლინიკაში)რა არის ანაფილაქსიის პირველი ნიშნები, რას მივაქციო ყურადღება?უმთავრესად ეს არის ქავილი მთელი სხეულის, გამონაყარი ჭინჭრის ციების (ურტიკარიის) სახით, ზოგჯერ წვის შეგრძნება და შეხურება.


70%-ში სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება სასუნთქი გზების შევიწროების გამო. შეიძლება თანხლებული იყოს ხმის ჩახლეჩით, ხველით.



10-40%-ში ახლავს წნევის დაქვეითება. კლასიკურად სისტოლური წნევა ქვეითდება და ჩამოსცდება 90-ს; წნევის დაქვეითების პარალელურად პაციენტებს გულისცემა უხშირდებათ და უჩივიან გულის არეში უსიამოვნო განცდას;

30-40%-ში ერთვის მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ღებინება.



20%-ში ენის და ხორხის შეშუპება, რასაც პაციენტი გრძნობს წვის შეგრძნებით და ჩასუნთქვის გაძნელებით

რა იწვევს ანაფილაქსიას?
ჩვენი პოხიერი უჯრედების და ბაზოფილების მიერ ჰისტამინის ჭარბი გამოყოფა

რა ხდება ანაფილაქსიის მძიმე ფორმების დროს?

ჭარბად გამოყოფილი ჰისტამინი იწვევს:
1. სასუნთქი გზების შევიწროებას (ბრონქოსპაზმი), რთულდება ასფიქსიით

2. სისხლძარღვების გაფართოებას და გულისკენ სისხლის მიდინების (პრედატვირთვის) შემცირებას (რთულდება დისტრიბუციული შოკით)

3. გულის კუმშვადობის დაქვეითებას (რთულდება კარდიოგენური შოკით)

რით მრთავდება ანაფილაქსია?

98-99.3%-ში პაციენტის გადარჩენით, თუ მას დაუყოვნებლივ ჩაუტარდება ადრენალინის ინიექცია (კლასიკურად ბარძაყის კუნთში). ასევე სითხეების გადასხმა ინტრავენურად, ჟანგბადის მიწოდება, სტეროიდული ჰორმონების გამოყენება საჭიროებისამებრ

შეიძლება ადრენალინი გამიკეთდეს და არ იყოს ეფექტური?
ძალიან იშვიათად. ადრენალინი შეიძლება არ იყოს ეფექტური, თუ თქვენ სვამთ ბეტა-ბლოკერებს. ეს აუცილებლად უნდა აცნობეთ ექიმს! ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება გლუკაგონი ინტრავენურად.



რა შეიძლება იყოს ანაფილაქსიის დროს გარდაცველების მიზეზი? ასფიქსია, სასუნთქი გზების შეშუპების გამო. დისტრიბუციული შოკი, რადგან სისხლი პერიფერიაზე რჩება და გულისკენ აღარ იგზავნება. მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმია გულის მკვებავი სისხლძარღვების სპაზმის გამო.



რა არის ალბათობა, რომ დამემართება ანაფილაქსია?
ზოგადი ალბათობა არის 0.05%", - წერს გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,"იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,,ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.



მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატარსტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.



ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.


tia.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი