ქალთა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ 6-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, რის შემდეგ, მასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება მოხდა:
,,მაქვს განცდა, რომ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ერთნაირად ფეხებზე ჰკიდიათ ეს ქვეყანა და მარტო საკუთარი თავი და ერთმანეთში ძიძგილაობა აინტერესებთ.
პ.ს. კავკასიური ცარცის წრე მაინც არ უნახავს არავის, იმ მაგიდასთან ვინც ზის? გაგლიჯეს ქვეყანა შუაზე.” - დაწერა პატარაიამ, რაზეც გვარამიამ უპასუხა:
„რა შუაშია ახლა ოპოზიცია, რო დააბალანსე გოიმურენჯეოშნიკურად :))))“
ბაია პატარაია: „გოიმები თქვენკენ მოიკითხეთ ამ ძალაუფლებაზე დახარბებულმა ოპოზიციონერებმა. მე თუ არ ვიქბები, ქვა ქვაზე ნუ დარჩება პრინციპით ვინც მუშაობთ. ამოხვედით ყელში!„
ნიკა გვარამია: „ბაია, იუმორი რომ არ გაქვს, ეს ძალიან ცუდია. ამას გარდა, ოპოზიცია მე არ ვარ და მგონი, ვინც ვარ იცი. და მესამე, როცა გჭირდები ჩემი გამოყენების რეჟიმიდან გამოდი და როცა გინდა თავზე დაგასხმამ რეჟმიდანაც, თუ შეიძლება. და ყელში ამოხვედი, შე უზრდელო, უთხარი შენს სამეგობროს“.
ბაია პატარაია: „უზრდელურ„ მიმართვებზე იუმორი არა მაქვს. და არც აღარც ამ დაუსრულებელ მოლაპარაკებებზე მაქვს იუმორი. დაიქცა ქვეყანა და არც ოპოზიცია თმობს რამეს. პრინჩიპულიააა… ბოლოს ის მეწყერი მოგვიყოლებს ყველას და ის იქნება. აი, ოპოზიცია რო ფიქრობს, რო რაც უფრო ღრმა იქნება პოლიტიკური და ეკონომიკურჯ კრიზისი, მით უკეთესიო – აი, ეგ ამოვიდა ყელში!“
ნიკა გვარამია: „რომელი იყო უზრდელური მიმართვა? დაასახელე სიტყვის სიზუსტით?“
ბაია პატარაია: გოიმურენჯეოშნიკური“.
ნიკა გვარამია: „ესაა უზრდელობა და შეურაცხყოფა? კაი ბაია, კაი...“
რეზინანსი