ქორწინების შესახებ

19 Mar 2021 22:30

ვინც ქორწინება აირჩია, მრავალი მოვალეობა იტვირთა. ისინი ირთულებენ გზას სასუფევლისკენ ათასგვარი გადახვევებით. უქორწინებულნი კი, პირიქით, მთის ბილიკებზე მიძვრებიან. ცოლ-ქმარს სიყვარული აკავშირებს. ალბათ, აქ უნდა ითქვას, რომ ქრისტიანები, ჩვეულებრივ, ერთმანეთს გაიცნობენ ხოლმე ვიღაცის მეშვეობით. ამიტომ ქორწინებამდე მათი ურთიერთგრძნობები ვერ ღვივდება. ეს ნიშნავს, რომ თავად ქორწინებამ უნდა გამოზარდოს სიყვარული და არა პირიქით, გააქციოს ის.



* ქორწინებაში ორივე მხარეს გონიერება მოეთხოვება. სამწუხაროდ, ძალზე ხშირად ქორწინება ცოლ-ქმრის ცხოვრებას პირქუშს ხდის, რადგან აღზრდამ შემეცნება და სინდისი დაუმახინჯა. ასეთი წყვილები მალე შორდებიან.
* ბევრს შთაბეჭდილება რჩება, რომ ქორწინება მხოლოდ ხორციელი სიამოვნებაა და მეტი არაფერი. ასეთი ადამიანები დაოჯახებულებს გარკვეული ზიზღით უყურებენ. მათი ქცევა საშინელ თავზარს სცემს დაოჯახებული ადამიანის სულს, რომელმაც სულიერი მოწამეობის ეს ჯვარიც უნდა ზიდოს. ქორწინებაში დაუშვებელია ქარაფშუტულად საუბარი აკრძალულ ხორციელ სიამოვნებებზე. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ დაოჯახებული ადამიანები თავშეუკავებლები ან დაუკმაყოფილებლები არიან. მათ სულიერი მუხრუჭი აქვთ და თავს იკავებენ. მაგრამ მათთვის იოლი არაა საუბარი დამატებით თავშეკავებაზე, რომელიც, შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ასეთ შემთხვევაში ვიწყებთ რაღაცის ძებნას გვერდით, ქორწინების მიღმა. ეს ესმით და ამას ხელს მოაწერდა დაოჯახებულ ადამიანთა უმეტესობა, რომლებსაც ხშირად მონაზვნებზე უფრო ძლიერი განსაცდელები აქვთ. ვფიქრობ, კეთილგონიერი ქრისტიანი კარგად დაიწყებს, თუ მარხვას თავშეკავებაში გაატარებს. ეს დიდად დაეხმარება სულიერ ცხოვრებაში.
* ქორწინების ჯილდო ბავშვების დაბადებაა. მაგრამ არიან წყვილები, სადაც ეს შეუძლებელია. ვინ გადაჭრის მტანჯველ კითხვას, რომელიც ამ ადამიანებს უჩნდებათ: შესაძლებელია თუ არა ცოლქმრული ურთიერთობა? ხომ არ სჯობს, ქორწინებაში უქორწინებლობას მისდიონ? 

ძალიან მიჭირს ასეთი უკიდურესი შეხედულებების მიღება. ვხედავ, რომ ეს ვერ შესრულდება, უკიდურეს შემთხვევაში, დაქორწინებულთა უდიდეს უმრავლესობაში.
* შეუძლებელია, რომ ფაქიზ ოჯახურ ცხოვრებას ვინმე მესამე აწესრიგებდეს. მეგობართა გათვითცნობიერებულობა საშუალებას იძლევა, თავი ავარიდოთ ტრაგიკულ და სასაცილო სიტუაციებს. მაგრამ ზოგიერთის სწრაფვა რჩევების მიცემისკენ მაშინ, როცა მათ ამას არავინ სთხოვს, სრულიად მიუღებელია და ეს უნდა შეკავდეს. აქ ხომ, ჩვეულებრივ, შეცდომას უშვებენ: ყველას ერთსა და იმავე რჩევას აძლევენ და ავიწყდებათ, რომ სამყაროში არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი ერთნაირი ხასიათითა და საჭიროებებით.


* ქრისტიანთა ქორწინება მტკიცე უნდა იყოს. ვშიშობ, რომ ზოგიერთი ერისკაცი აღგვემატება სიყვარულში, ანუ ისინი ერთმანეთთან ჩვენზე, ქრისტიანებზე (ხშირად გულგრილებსა და განუკითხავებზე) მტკიცედ არიან დაკავშირებულნი.


* არანაირი მნიშვნელობა არ აქვს წარმოდგენას, თითქოს შვილების ყოლა საჭიროა მხოლოდ ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად. არცერთი მშობელი ასე არ ფიქრობს, ანუ შვილებს ქვეყნის მოსახლეობის გასაზრდელად არ აჩენს; ან იმისთვის, რომ ჯარში იმსახურონ და უსაფრთხოება დაიცვან. ასეთი რამ შეიძლება, თქვან მხოლოდ დაუქორწინებელმა და დაუოჯახებელმა ადამიანებმა, რომლებსაც სჯერათ, რომ ქორწინების მიზანი შვილების გაჩენაცაა, რადგან ეს ღვთისა და მათი საკუთარი ნებაა. ისინი ლოცულობენ, რომ მათი შვილები კარგი ქრისტიანები, ღირსეული კლირიკოსები, ღვთისმოსავი მონაზვნები, წმიდანები გახდნენ. ქორწინებას სხვა მიზეზი არ აქვს.


თბილისელები.





კომენტარები:

ფართი შოპი