"შეინიშნება არაფორმალური მართლმსაჯულების წესად დამკვიდრების ძალიან საშიში ტენდენცია" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი "ფეისბუქზე"?

20 Mar 2021 14:11

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მეზვრიშ­ვლი ვრცელ პოსტს "ფე­ის­ბუქ­ზე" ავ­რცე­ლებს:


"რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ვფიქ­რობ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის შემ­დგო­მი რე­ფორ­მი­რე­ბი­სას (თუ ეს სა­კი­თხი დად­გე­ბა დღის წეს­რიგ­ში): პირ­ველ რიგ­ში, ობი­ექ­ტუ­რად უნდა ით­ქვას, რომ უკე­თე­სი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის­თვის ბოლო წლებ­ში ბევ­რი რამ გა­კეთ­და, მათ შო­რის, სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, მაგ­რამ ასე­ვე, ობი­ექ­ტუ­რი რე­ა­ლო­ბაა ისიც, რომ ამ სის­ტე­მის წი­ნა­შე დღეს არა­ერ­თი გა­მოწ­ვე­ვაა, რო­მელ­თა დაძ­ლე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა კომ­პლექ­სუ­რი, ფუნ­და­მენ­ტუ­რი, ქმე­დი­თი, შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და რე­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის ანა­ლიზ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მიდ­გო­მის გა­რე­შე. მხო­ლოდ ფრაგ­მენ­ტუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბით ფონს ვერ გა­ვალთ და პრაქ­ტი­კა აჩ­ვე­ნებს, რომ ვერც გა­ვე­დით. მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა არ არის მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლო.


ეს არის მათ შო­რის გა­მო­ძი­ე­ბა, საპ­რო­კუ­რო­რო საქ­მი­ა­ნო­ბა, სას­ჯე­ლის აღ­სრუ­ლე­ბა, სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კა და ა.შ. თუ რო­მე­ლი­მე ერთი რგო­ლი არ მუ­შა­ობს, არ მუ­შა­ობს მთლი­ა­ნად სის­ტე­მა. ამი­ტომ, კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შემ­დგო­მი რე­ფორ­მი­რე­ბის დღის წეს­რიგ­ში (თუ ასე­თი იქ­ნე­ბა) ჩა­ი­დოს:


- და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­მო­ძი­ე­ბა - არ შე­იძ­ლე­ბა გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ ატა­რებ­დეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბას და პრო­კუ­რორ­ზე იყოს მი­ჯაჭ­ვუ­ლი. არა­საკ­მა­რი­სი არ­გუ­მენ­ტია ის, რომ კვა­ლი­ფი­კა­ცია და ხა­რის­ხი და­ბა­ლია. თუ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და მკა­ფი­ოდ გან­სა­ზღვრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ იქ­ნე­ბა, ხა­რის­ხი ვე­რა­სო­დეს გა­იზ­რდე­ბა. ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და 2018 წელს და­წყე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სის­ტე­მის რე­ფორ­მა, რომ­ლის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნის გა­რე­შე, გა­მო­ძი­ე­ბა არა­სო­დეს და­ემ­სგავ­სე­ბა გა­მო­ძი­ე­ბას. იმე­დია, ეს პრო­ცე­სი წინ წა­ი­წევს და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის შემ­დგო­მი რე­ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არ დარ­ჩე­ბა.


- პრო­კუ­რო­რის საპ­რო­ცე­სო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ფუნ­ქცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა (ანუ პრო­კუ­რო­რი რო­გორც ზე­დამ­ხედ­ვე­ლი და არა გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი) - პრო­კუ­რა­ტუ­რის სის­ტე­მა­ში არა­ერ­თი რე­ფორ­მა გა­ტარ­და, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბით ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი უწყე­ბაა, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა პრო­კუ­რო­რი ერ­თდრო­უ­ლად იყოს პრო­კუ­რო­რიც და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლიც; ზე­დამ­ხედ­ვე­ლობ­დეს იმ საქ­მე­ებს, რომ­ლებ­საც თა­ვად იძი­ებს. გარ­და იმი­სა, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბის და­ნა­წი­ლე­ბის და ბა­ლან­სის პრინ­ცი­პთან შე­უ­თავ­სე­ბე­ლია ეს ყვე­ლა­ფე­რი, უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა პრო­კუ­რო­რის საქ­მი­ა­ნო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ზე. შემ­დგო­მი რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში რი­გი­თი პრო­კუ­რო­რის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის (რა თქმა უნდა კო­რუფ­ცი­უ­ლი რის­კე­ბის გა­და­ზღვე­ვით) გაზ­რდა.


- სა­მო­ხე­ლეო/თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის (მათ შო­რის კო­რუფ­ცი­ის) გა­მო­ძი­ე­ბის ქმე­დი­თი მე­ქა­ნიზ­მე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და ძა­ლა­დობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის არ­სე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა - არ შე­იძ­ლე­ბა უწყე­ბას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ერ­ქვას და და­მო­უ­კი­დებ­ლად სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ბერ­კე­ტი არ ჰქონ­დეს.


- ერ­თი­ა­ნი სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა

- არ შე­იძ­ლე­ბა კრი­მი­ნო­გე­ნურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ყო­ველ­თვის შსს აგებ­დეს პა­სუხს. კრი­მი­ნა­ლის წი­ნა­აღ­მდეგ თან­მიმ­დევ­რუ­ლი და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის, სა­სა­მარ­თლოს, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მის და უფრო მე­ტიც, შე­წყა­ლე­ბა­ზე და ამ­ნის­ტი­ა­ზე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი უწყე­ბე­ბის თა­ნა­ბა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. დღეს ეს ჯაჭ­ვი პრაქ­ტი­კუ­ლად არ არ­სე­ბობს.


- და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო - აქ ბევ­რს არა­ფერს ვი­ტყვი, გარ­და იმი­სა, რომ თუ სა­სა­მარ­თლოს შემ­დგო­მი რე­ფორ­მა მხო­ლოდ სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე პრო­ცე­დუ­რე­ბის დახ­ვე­წით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა (საბ­ჭოს ფორ­მი­რე­ბის წე­სის და მან­და­ტის გა­და­ხედ­ვის გა­რე­შე), უბ­რა­ლოდ ფუნ­და­მენ­ტურ რე­ფორ­მა­ზე სა­უ­ბარს აზრი არ ექ­ნე­ბა.კი­დევ ბევ­რი სა­კი­თხია (მაგ.: ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის რე­ფორ­მა) რაც მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის გა­ჯან­სა­ღე­ბის­თვის არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.


აქ აღარ ჩა­მოვ­თვლი. მოკ­ლედ, იმის თქმა მინ­და, რომ რე­ფორ­მე­ბი გა­საგ­რძე­ლე­ბე­ლია, ოღონდ ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლად. სხვაგ­ვა­რად რე­ა­ლურ შე­დეგ­ზე გას­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია.და ბო­ლოს, შე­ი­ნიშ­ნე­ბა „არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის/მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის“ წე­სად დამ­კვიდ­რე­ბის ძა­ლი­ან სა­ში­ში ტენ­დენ­ცია; მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბის მცდე­ლო­ბა; ქმე­დე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ო­ბა­ზე დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­რე­შე; შეგ­ნე­ბუ­ლად თუ შე­უგ­ნებ­ლად, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მე­ბის და სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის არას­წო­რი გან­მარ­ტე­ბე­ბი (ყვე­ლა­ზე სა­ში­შია, როცა ამას იუ­რის­ტი აკე­თებს). ეს ტენ­დენ­ცია კარ­გს არა­ფერს მო­ი­ტანს" - წერს მეზვრიშ­ვი­ლი.



ამბები.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი