ირაკლი ღარიბაშვილი - გილოცავთ! საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ყველაზე პრინციპული მეტოქე - რუსეთის ნაკრები დაამარცხა

20 Mar 2021 20:26

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ყველაზე პრინციპული მეტოქე - რუსეთის ნაკრები 23:6 დაამარცხა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.


მთავრობის მეთაური, "ბორჯღალოსნებს" მომავალ მატჩებში წარმატებას უსურვებს.


"გილოცავთ! საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგ ტურში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ყველაზე პრინციპული მეტოქე - რუსეთის ნაკრები 23:6 დაამარცხა! ჩვენს "ბორჯღალოსნებს" მომავალ მატჩებში წარმატებას ვუსურვებ!",- წერს პრემიერ-მინისტრი.





კომენტარები:

ფართი შოპი