"მამაჩემი ყოველ 5 წუთში ერთხელ მეკითხება - გულისრევის შეგრძნება გაქვსო?" - როგორ ემზადება ლევან წულაძის ქალიშვილი დედობისთვის?

20 Mar 2021 22:07


"მამაჩემი ყოველ 5 წუთში ერთხელ მეკითხება - გულისრევის შეგრძნება გაქვსო?" - როგორ ემზადება ლევან წულაძის ქალიშვილი დედობისთვის?

ცნო­ბი­ლი წყვი­ლის - რე­ჟი­სორ ლე­ვან წუ­ლა­ძის (ჭოლა) და მსა­ხი­ობ მა­ნა­ნა კო­ზა­კო­ვას ქა­ლიშ­ვი­ლი თი­ნა­თინ წუ­ლა­ძე ორ­სუ­ლა­დაა. თი­ნა­თი­ნი, რო­მე­ლიც მო­ცეკ­ვა­ვე და თე­ატ­რის ქო­რე­ოგ­რა­ფი გახ­ლავთ, შარ­შან­წინ გა­თხოვ­და. მისი რჩე­უ­ლი გი­ორ­გი კო­ტე­ტიშ­ვი­ლი გახ­ლავთ...


- თავს კარ­გად ვგრძნობ. 4 თვის ორ­სუ­ლი ვარ. ჯერ­ჯე­რო­ბით მად­ლო­ბა ღმერ­თს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დის, რო­გორც სა­ჭი­როა - მშვი­დად, წყნა­რად...

- ორ­სუ­ლო­ბა და­გეგ­მი­ლი გქონ­დათ თუ სი­ურპრი­ზი იყო?

- უკვე დიდი ხა­ნია, შვი­ლი გვინ­და, ამი­ტომ ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლიც არ ყო­ფი­ლა... სა­ერ­თოდ, ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. რა­ღა­ცებს წი­ნას­წარ ვგეგ­მავ... ამ შემ­თხვე­ვა­ში, უც­ნა­უ­რად თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი აღ­მოვ­ჩნდი: სა­ნამ ექიმ­თან არ მი­ვე­დი და არ და­მი­დას­ტუ­რა ფეხ­მძი­მო­ბა, მა­ნამ­დე არ ვი­ჯე­რებ­დი, რომ ნამ­დვი­ლად ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი. სულ ვამ­ბობ­დი, - შე­იძ­ლე­ბა, შეც­დო­მაა-მეთ­ქი. მშვი­დად გახ­ლდით. ახ­ლაც ასე ვაგ­რძე­ლებ - ემო­ცი­ებს ზედ­მე­ტად არ ავ­ყვე­ბი ხოლ­მე, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, მეც და ჩემი მე­უღ­ლეც სი­ხა­რუ­ლის­გან გა­გი­ჟე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, როცა ჩემი ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყვეთ!


ამბები.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი