"გაჰკივის, "ასტრაზენეკა" მხოლოდ 55 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებმა უნდა გაიკეთონო, ეს კაციღა გვაკლდა დაბნეულ საზოგადოებას" - გოცირიძე ფხაკაძეზე

20 Mar 2021 22:38


"გაჰკივის, "ასტრაზენეკა" მხოლოდ 55 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებმა უნდა გაიკეთონო, ეს კაციღა გვაკლდა დაბნეულ საზოგადოებას" - გოცირიძე ფხაკაძეზე

27 წლის მეგი ბაქ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტმა სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა ექთანს "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი გა­ნუ­ვი­თარ­და და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.


ფაქ­ტის შემ­დეგ დღის წეს­რიგ­ში დად­გა კი­თხვა, გაგ­რძელ­დე­ბო­და თუ არა ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცია. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ვაქ­ცი­ნა­ცია შე­უ­ფერ­ხებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ თა­ვა­დაც მზად არის სა­ჯა­როდ აიც­რას. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლიც თვლის, რომ პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­აა.


თუმ­ცა დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლი ამ მო­საზ­რე­ბას არ იზი­ა­რებს. მა­გა­ლი­თად, ექ­სპერ­ტი ჯან­დაც­ვის სა­კი­თხებ­ში გი­ორ­გი ფხა­კა­ძე ამ­ბობს, რომ "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნა 55 წელს ზე­მოთ ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა გა­ი­კე­თონ.


"ევ­რო­პა­ში ჯან­დაც­ვა არის პრი­ო­რი­ტე­ტი, ნო­მე­რი ერთი. ჯან­დაც­ვა არის უმაღ­ლეს დო­ნე­ზე. საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ას­ტრა­ზე­ნე­კას ვაქ­ცი­ნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს მხო­ლოდ და მხო­ლოდ 55 წლის ზე­მოთ. დღე­ი­დან საფ­რან­გეთ­ში ხე­ლახ­ლა მის­ცეს ავ­ტო­რი­ზა­ცია ამ ვაქ­ცი­ნას. დღეს, შუ­ა­დღი­დან უკვე შე­იძ­ლე­ბა ას­ტრა­ზე­ნე­კას გა­მო­ყე­ნე­ბა 55 წლის ზე­მოთ.


ამბები.ge 





კომენტარები:

ფართი შოპი