"გავიგე როგორ გადაუღო ერთ ცნობილ პოლიტიკოსს, მყავს მოწმე რომელიც მოყვება ვინ აფინანსებდა" - ნახეთ, რა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე"
20 Mar 2021 23:42
ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოლიტიკოსს გოგი წულაიას დაკავების საქმესთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტ დეტალს ასაჯაროებს და აცხადებს, რომ მას ასმათ დვალიშვილის სახით ცნობილი აგენტ პროვოკატორი მიუგზავნეს, რომელმაც მას ყველაფერი მოუწყო. კილაძის თქმით, მან იპოვა რამდენიმე ადამიანი რომელსაც აღნიშნული პიროვნება წარსულში ასევე ბრალს ძალადობასა და გაუპატიურებაში სდებდა.
გაზეთ "ქრონიკა+" -ის მთავარი რედაქტორი საკუთარ ფეისბუქპოსტში ასევე იმასაც ამბობს, რომ მას ჰყავს მოწმე რომელიც მზად არის ყველაფერი მოყვეს თუ როგორ და სად გადაიბირეს ასმათ დვალიშვილი: "მოკლედ სურათი ასეთია:
გოგი წულაიას მიუგზავნეს ცნობილი აგენტ პროვოკატორი. ჩავწერე გოგის მეგობარი, რომელმაც თბილისში წაიყვანა ისინი.
ვიპოვე საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, რომელიც საჯაროდ მოყვება როგორ იძალადა მასზე ასმათ დვალიშვილმა და რატომ არ დასრულდა გამოძიება მეხუთე განყოფილებაში ვიპოვე კიდევ ერთი პირი, რომელიც ავტოქარხანაში ცხოვრობს და რომელსაც ასევე უჩიოდა, მაუპატიურებდაო გავიგე როგორ გადაუღო ერთ ცნობილ პოლიტიკოსს(ის ცხადია არ ილაპარაკებს) მყავს მოწმე რომელიც მოყვება სად და როდის გადაიბირეს ასმათ დვალიშვილი ვიპოვე დოკუმენტები, ვინ აფინანსებდა მის ორგანიზაციას. p.s. პაემნებზე დადიოდა მისი სასმელით და წვენებით. და ეს მხოლოდ ორ დღეში და ეს ყველაფერი არ არის ! ხვალიდან თბილისში ვარ !" - წერს ელისო კილაძე. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიტიკოსი გოგი წულაია 17 მარტს ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კი სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიღო. მან დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გოგი წულაიას 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.
intermedia .ge